და ასე შემდეგ... ანუ "გონკაობა და გონშიკობა" ყველას უნდა!
ვისაც ყავს მანქანა, შუმახერობს ქალაქში და ჩვენს "ავტობანზე", ვისაც მოტო ყავს, ყველა როსსია, ზოგი რუსთავშიც კი ათავისუფლებს თავის ადრენალინს ჩვენს სანაქებო(ოფფროუდ

) ტრასაზე, თემაც იყო, თუ გხსოვთ, ვის რამდენი ჰქოონდა მაქსიმალური სიჩქარე აწეული(იმედია მათ შორის არავინ მომხვდარა იმ თემაში, რომელიც უკვე მეIV სერიაზეა
საქართველოში მომხდარი ავტოავარიების სურათები IV)... ამ დროს, ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ როსიმ 4-5 წლიდან და შუმახერმა კი 11-12 წლიდან დაიწყეს თავიანთი პროფესიონალური კარიერა. თუ სერიოზული მიზნების მიღწევა გინდა, ბავშვობიდანვე უნდა დაიწყო ნებისმიერ სპორტში ვარჯიში. ავტო-მოტო სპორტი კი სურვილთან ერთად, სამწუხაროდ დიდ ხარჯებთანაა კავშირში...
მოკლედ რისი თქმა მინდოდა

... ელიავაზე რომ არ ვიყოთ სარბენი და მითუმეტეს თუ ნამდვილი მანქანის და ბენზინის ფული არ გვაქ, ან მართვის მოწმობა და შესაბამისი ასაკი, "გონკაობა" და დრიფტი კი ძილშიც არ გვასვენებს, არის ამ სურვილის(ნაწილობრივი მაინც) ასრულების შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი ამ რადიომართვადი ავტომობილების სახით! ისევე როგორც ნამდვილ ავტოსპორტში, აქაც საჭიროა ავტომობილის გამართვა, ტუნინგი და საჭირო "ნასტროიკების" პოვნა, მართვის სხვადასხვა ხერხების ცოდნა, იქნება ეს წრიული რბოლისა თუ დრიფტინგისთვის... ასევე არ ჩამოუვარდება თავისი დაძაბულობითა და სანახაობის მხრივ რეალურ ავტო რბოლას, განსაკუთრებით დრიფტში! გასათვალისწინებელია აგრეთვე მონაწილეთა(და მაყურებელთა) უსაფრთხოება და (მშობლებო) ახალგაზრდების დაინტერესება ჯანსაღი ინტერესებით...
და კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი, როგორც Exceed_MAN გვთავაზობს, ერთი წესიერი ვიდეოკარტის ფასად, ან განვადებით, ან მხოლოდ ფედერაციაში გაწევრიანებით და საწევროს გადახდის შემთხვევაში,
ასე რომ, მოვიფიქროთ შეკრების ამბავი(რომელიც არაფრით გავალდებულებთ) და "ლაივში" შეაფასეთ რამდენად საინტერესო და მიმზიდველია Exceed_MAN-ის წინადადება!