

ხშირად არის საუბარი ფორუმზე ამ მანქანის შესახებ მარა თემა კერძოდ ამ მანქანაზე ვერ ვნახე და გადავწყვიტე თვითონ გამეხსნა და მომეყოლა ამ მანქანის სიახლეებსა და თავისებურებებზე.
Opel insignia 2009 წლიდან უკვე გაყიდვაშია და როგორც ჩანს ბევრი სიახლის დამკვიდრებას აპირებს ავტო ინჟინერიაში. მოდით შეძლებისდაგვარად ჩამოვთვლი რამდენიმე მათგანს რაზეც ოპელის მწარმოებლები ყურადგებას ამახვილებენ.
1.

Opel insignia-ს უახლესი ფარები რომლებისაც შეუძლია გზის, ამინდისა და სიჩქარის მიხედვით ცხრა სხვადასხვა რეჯიმში იმუშაოს. ავტომატურ რეჟიმში ჩართვისას საერთოდ არ ვეხებით მაშუქებს ავტომატურად რთავს განათებას დაბნელებისას, შორ განათებას ახლო განათებაზე გასწრებისას და შემხვედრი ავტომობილის შეხვედრისას, მოხვევის დროს ნათურები ტრიალებს იქით საითაც ვუხვევთ და თუ საჭიროა ინთება დამატებითი გვერდითი სანათები, ასევე თუ გზაზე დაბრკოლება შეგხვდათ, გაჩერებული ავტომობილი რომელსაც არ უნთია მაშუქები ან ფეხით მოსიარულე, ავტომობილი სპეციალური კამერის (

) მეშვეობით აფიქსირებს ამ დაბრკოლებას და ახდენს მაშუქების ფოკუსირებას ამ ობიექტზე; ახდენ სინათლის სიმძლავრის კონტროლს.
მოკლედ აქ ვიდეოა და სურათები და უფრო გასაგებად ჩანს ყველაფერი.


2.

ინსიგნია ხედავს გზას და საგზაო ნიშნებს და აუცილებლობის შემთხვევში გამოაქვს ეკრანზე გამაფრთხილებელი ნიშნები და გვატყობინებს ხმოვანი სიგნალითც; ხედავს გზის საფარს და თუ გადავკვეთეთ ღერძული ხაზი აუცილებლად შეგვატყობინებს ამის შესახებ (რა იცი რა ხდება იქნება და ჩაგეძინათ

).


3.

ავტომობილი არის 4X4-ზე აქვს სტაბილიზაციის რამდენიმე სისტემა თითოეული ბორბლზე თანაბრად ანაწილებს სიმძლავრეს ბორბლის გზასტან მოჭიდულობის ხარისხის მიხედვით, ავტომატურად რთავს და თიშავს ხიდებს. აქვს რამდენიმე რეჟიმი რომელიც მძღოლს შეულია არიჩიოს. რაც შეეხება ძრავს ინსიგნიასთვის გამოშვებულია ცხრა სხვადასხვა ძრავი მათ შორის დიზელის ძრავებიც. ვარაუდობენ რომ ყველაზე პოპულარული იქნება V6 2,8 –იანი ტურბო
ცხენის ძალა ზუსტად არ ვიცი მარა სადღაც 300-მდე.


4.

თვითრეგულირებადი შასის სისტემა, მუშაობს სამ სხვადასხვა რეჟიმში Sport, tour, normal რომლის ხელით ჩართვაც შეიძლება. შასი იცვლის სიხისტეს იმის მიხედვით თუ რა რეჟიმში მუშაობს, იცვლება ასევე ძრავის და კოლოფის მუშაობის რეჟიმი, ასევე აქვს ვიზუალური ეფექტები სალონში, მაგალითად თუ ჩართავთ სპორტ რეჟიმს ან ავტომატურად გადავა ავტომობლი სპორტულ რეჟიმში პრიბორბი იცვლის ფერს

.

* * *
5.

სკამები რომლებიც არ ღლის და არ ვნებს ჯამრთელობას. აქვს ჰაერით გთბობა და გაციება.

6. ავტომობილს აქს არაჩვეულებრივი აეროდინამიკა და ძალიან ლამაზი ფორმები, ჰაერის წინააგმდეგობა შესაძლებელ მინიმუმამდეა დაყვანილი.


როგორც ჩანს ოპელი უფრო მაღალი კლასის მანქანების გამოშვებას იწყებს. ასევე როგორც რეკლამაში მოვისმინე ინსიგნიასგან კიდევ მრავალ სიურპრიზს უნდა ველოდოთ რომელიც ჯერ არ არი გახმაურებული.
ინსიგნიამ ასევე აიღო ტიტული:



ლინკი ინსიგნიას ქართულ მიკროსაიტზე:
http://www.opel-ge.com/microsites/insignia...ndex.php?page=1აბა თქვენი კომენტარები ამ ავტომობილის შსახებ რას იტყვით: