გუშინ საღამოს 6 საათისკენ ისეთ სიტუაციას წავაწყდი, რომ ორი დღეა უკვე სასაცილოდ არ გვყოფნის.
მთაწმინდაზე ზუბალაშვილების და ლაღიძის კუთხეში, გზა სადაც ცოტა ვიწროვდება, ერთმანეთის შემხვედრად ორი მანქანა მოდიოდა, ორივეს გოგო მართავდა. არც ერთმა დაუთმო წესიერად გზა, ანუ ბორდიულთან არ მიაყენა, მეორემაც გვერდის ავლა ვერ გაბედა - ვიწრო გასასვლელი იყო. იმის გარკვევაში თუ რომელს უნდა მიეწია მანქანა და საით უნდა მიეტრიალებინა საჭე, რომელი მოდიოდა პირველი და რომელი მეორე, ჩამოწეული ფანჯრებიდან ლამის ერთმანეთს წვდნენ თმებში. ამასობაში კი ისეთი საცობი შეიქმნა, რომ ლამის მთელი 40 წუთი მთელი ზუბალაშვილები, ლაღიძე და გრიბოედოვი ბლოკირებული იყო.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
"I don't mind living in a man's world, as long as I can be a woman in it".
Рио-де-Жанейро — это хрустальная мечта моего детства, — не касайтесь ее своими лапами!
born to be OFF-ROADER.