ე.ი. გთავაზობთ კდიევ ერთ კვლევას, რომელიც ჩატარდა სადაზღვევო შემთხვევებზე დაყრდნობით, განხილული იყო 100 000 კლიენტის საქმე. ასევე განხილული იყო უბრალო საგზაო მოძრაობის დარღვევებიც. შედეგებმა სულაც არ გააკვირვეს პროფესიონალი ასტროლოგები. გამოკვლევის შედეგებმა ახსნეს თუ რატომ უმართლებთ გზაზე ზოგს მეტად ვიდრე სხვებს.

Uploaded with
ImageShack.us1) ინგლისელი მკვლევარების აზრით, ყველაზე საშიშ მძღოლებად, ავარიულობის თვალსაზრისით აღმოჩნდნენ სასწორები. მათი მერყეობის უნარი არის მიზეზი უმეტესი საგზაო შემთხვევების. ამ ნიშნებს სჩვევიათ ძალიან დიდ ხანს ფიქრი გადაწყვეტილების მიღებაზე. გზა კი მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს და დაუყოვნებლივ მათ შესრულებას.
2) სასწორებს მოსდევს მერწყულები. სპეციალისტების აზრით ეს ნიშანი ზედმეტად რომანტიული და ემოციურია. ეს ხელს უშლის ადექვატურ აღქმას და კონცენტრაციას გზაზე. კიდევ ერთი მიზეზი რაც ხელს უშლის მერწყულებს ისწავლონ კარგად მარტვა, არის მათი ზედაპირულობა. გარკვეული ნაწილი მერწყული მძღოლებისა ვერ წვდებიან ავტომობილის მართვის წვრილმანებში.
3) ვერძები არიან მესამე ადგილზე ავარიულობის მიხედვით, უმეტესწილად მათი სიჯიუტის გამო. მათ არ ეხერხებად აკურატული მართვა, ისინი ხელმძღვანელობენ მათი გრძნობებით და არა საღი გონებით.
4) თევზებს ხშირად მოსდით საგზაო შემთხვევები მათი მეოცნებე და ინერტული ხასიათის გამო. ასტროლოგების აზრით ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ სიმშვიდის შენარჩუნება ყველაზე საშიშ სიტუაციებში, მაგრამ ამასთანავე ისინი ძალიან ხშირად ვარდებიან პანიკაში უმნიშვნელო მიზეზის გამო. ზუსტად ამით აიხსნება წვრილმან საგზაო შემთხვევბში თევზების აქტიური მონაწილეობა და ისი რომ ისინი ძალიან იშვიათად ხვდებიან სერიოზულ საგზაო შემთხვევაში.
5) მორიელი მოხვდა მეხუთე ადგილზე მათი აზარტულობის და აგრესიულობის გამო. მძღოლ მორიელებს უყვართ სწრაფად ტარება და შეჯიბრი სხვა მძროლებთან. ამასთანავე, უმეტესობა მათგანი ნამდვილად კარგად მართავენ მანქანას. მორიელებს განსხვავებით თევზებისგან საწინააღმდეგო სიტუაცია აქვთ - ისინი ხშირად ხვდებიან სერიოზულ ავარიებში, ვიდრე წვრილმან საგზაო შემთხვევებში.
6) კურომ დაიკავა შუა ადგილი რეიტინგში მათი გაწონასწორებულობის გამო. მაგრამ ზედმეტი სიფრთხილე და ცხოვრების პრინციპი „სამჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი“ ყოველთვის არ ამართლებს. სიფრთხილეს და დაყოვნებას მიყავთ იმისკენ, რომ კუროები ხშირად გამოდიან დაზაზრალებულ მხარედ და ხვდებიან ავარიაში ისე რომ არაფერი დაურღვევიათ.
7) მშვილდოსნები აღმოჩნდნენ მეშვიდე ადგილზე პრაგმატული აზროვნების და გამბედაობის გამო. ეს მახასიათებლები ძალიან საჭიროა ყველა მძღოლისთვის. მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა და სიხისტე მათ ხელს უშლის იყვნენ თხის რქებზე უკეთესი.
8) თხის რქები გამოირჩევიან კოლოსალური ამტანობით და გამძლეობით. ამასთანავე ისინი ცივსისხლიანები, თავშეკავებულები, დაჟინებულები და ამბიციურები არიან, ძალიან სწრაფად ირებენ გადაწყვეტილებებს. მძღოლებისთვის, განსაკუთრებით კი მრბოლელებისთვის ეს თვისებები უბრალოდ აუცილებელია. მიხეილ შუმახერი დაბადებულია თხის რქის ზოდიაქოთი.
9) ქალწულები ასტროლოგების აზრით ყველაზე სადაო ნიშანია. ქალწულები არიან როგორც თავშეკავებულები, ასევე ისტერიულებიც. ყველაზე მთავარი მიზეზი მათი არამაღალი ავარიულობისა არის გონებრივი სიფრთხილე. ქალწული არასდროს არ გარისკავს უაზროდ. ასევე მნიშვნელოვანია ამ ნიშნის ის რომ სწრაფად შეუძლიათ თვითსრულყოფა, სწავლა როგორც უცხო, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე. (პ.ს.მართალია ეს მე მართლაც ასეთი ვარ).
10) კირჩხიბი ერთერთი ყველაზე ფრთხილი ზოდიაქოს ნიშანი. კირჩხიბი მძღოლები არასდროს შეგნებულად არ არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს. მათი დევიზია «тише едешь - дальше будешь» ( ეს გამონათქვამი ალბათ ყველამ იცით, აზრი არ აქვს ამის თარგმნას).
11) ტყუპები არიან უავარიო მძღოლები მათი არასტანდარტული აზრობნების და ყველა სიტუაციაში გამოსავლის პოვნის უნარის გამო. მათ აქვთ კარგი რეაქცია და სწრაფი გონება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი ავარიულობის დაბალი მაჩვენებლით ისინი არიან ძალიან აქტიური დამრღვევები საგზაო მოძრაობის წესების.
12) ლომები აღმოჩნდნენ ყველაზე არაავარიულები. ეს ხალხი არიან გაბედული, დაჟინებული, ყოველთვის იღწვიან იყვნენ საუკეთესოები ყველაფერში , მათ შორის მანქანის მართვის ცოდნაში. სტატისტიკის მიხედვით მათ ეს გამოსდით კიდეც.