მაგ სედანს რომ ვუყურებ, ვფიქრობ რომ ჯობია ახლავე დავიწყო ფულის შეგროვება. 

შიგაწვის ძრავების დედაც...
აგერ ვწერ მინუსებს რაც დღეს არსებულ ძრავებს აქვთ:
1. ძვირფასი და მრავალი დარგისთვის აუცილებელი რესურსის განადგურება (ნავთობიდან იწარმოება: საცხები მასალები, საწმენდი მასალები, ყველანაირი რეზინი, პლასტმასი და ასე შემდეგ...)
2. ჰაერის დაბინძურება
3. ჟანგბადის მოხმარება
4. გარემოს დაბინძურება
5. ზედმეტი სითბოს გამოყოფა
6. მომსახურების სირთულე
7. მომსახურების არაჰიგიენურობა
8. მომსახურების სიძვირე
9. უამრავი ზედმეტი ნაწილი და აგრეგატი მანქანაში (შიგაწვის ძრავა, ჰაერის მიწოდების სისტემა, ნამწვის გამოყოფის სისტემა, სიჩქარეების კოლოფი, საწვავის მიწოდების სისტემა და ასე შემდეგ...)
10. ხმაური
11. ძლიერ აალებადი საწვავი
12. დაბალ ტემპერატურაზე დაქოქვის სირთულე
დანარჩენი თქვენ დაამატეთ, მე ვფიქრობ რომ ეს არის რევოლუცია ავტოწარმოებაში.
თუმცა გარკვეულ დონეზე რამოდენიმე კომპონენტი ელექტრო ძრავასაც დასჭირდება:
1. დაზეთვის სისტემა, თუმცა კარტერი არ უნდა დასჭირდეს
2. გაგრილების სისტემა, არც ეს იქნება მასშტაბური აგრეგატი
3. ბატარეებს ყინვისას გათბობა შეიძლება დასჭირდეთ, ან უფრო ხშირად მოუწევთ დატენვა
4. შეიძლება მარტივი დონის სიჩქარეების კოლოფი დატოვონ
5. ახლახანს ტელეფონის აკუმულატორმა აფეთქებით კაცი მოკლა და ამის აკუმულატორი რას იზამს? დატენვისას ასე 100 მეტრით უნდა მოშორდე 

6. 20 წუთში თუ 200 კილომეტრის გასავლელი ენერგია იტენება, ჩვენი ქსელები ამას გაუძლებს? 
* * *
 აი ამ სედანის მონაცემები:
- 300 mile range 
- 45 minute QuickCharge 
- 0-60 mph in 5.6 seconds 
- Seats 7 people 
- More Cargo space than station wagons 
- 2X as efficient as hybrids 
- 17 inch infotainment touchscreen 
- Charges from 120V, 240V or 480V 
- 5 minute battery swap 
- 120 mph top speed 
- Sport sedan dynamics 
- All-wheel-drive available 
საიტზე ჩეჩნეთი ცალკე სახელმწიფოდ ჰყავთ შეყვანილი, საქართველო კი არ არის.
4000 ევროს ვინც გადაიხდის 2011 წელს რიგი მოუწევს.
ეგ რომ ვიყიდო, როგორ უნდა განვაბაჟო, როგორც ავტომანქანა თუ როგორც ელექტროკარი?