bacho22პოლიტიკური გამოსვლა კი არა ფაქტია, იკითხეს მიზეზი და ავხსენი რატომ წავიდა.
რაო არ მოგეწონა?
მესმის პატრული ხარ მაგრამ მოდი რა სამსახურის და პოლიტიკის მიხედვით ნუ დავუძაბავთ ერთმანეთს აქ ტონს.
მგონი მანამდე მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა და თუ შენი შეფი ნაციონალია და ჩემი ოპოზიცია ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს რომ მე და შენ დავჭამოთ ერთმანეთი.
პატრული რომ ხარ გაიხსენე რომ შენ ხალხის სამსახურში ხარ და არა მიშასი და მერე მიხვდები რომ არ გვაქვს გასაყოფი არაფერი
----------------------------
თემა ინფორმატიული ხასიათის იყო და ვის მოწონს ოგბაიძე და ვის საააკაშვილი აქ სამსჯელო არ არის
ამიტომ ვხურავ
====
27 მარტს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ ბრიფინგი გამართა და საგანგებო განცხადება გააკეთა.
„მაქვს პატივი მოგესალმოთ ქართველი ავტომობილისტების სახელით და მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის!
ამ ბოლო დროს, გახშირდა მცდელობები ქართული ავტოსპორტის პოლიტიკასთან დაკავშირებისა. გაჩნდა რეალური საშიშროება დაშინდნენ სპონსორები, ახალგაზრდა (ხშირ შემთხვევაში - არასრულწლოვანი) ავტოსპორტსმენები. ეჭვგარეშეა, ეს პირდაპირ უკავშირდება ჩემს, როგორც „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრის, ფაქტორს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლი მივიღო ჩემთვის მეტად მძიმე გადაწყვეტილება - იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით ფედერაციის წევრების, ავტოსპორტსმენების, სპონსორების დაშინება, დავტოვო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა და ამით მოვხსნა ნებისმიერი საშიშროება, რაც კი შეიძლება დაემუქროთ მათ.“.
This post has been edited by agr_bak on 28 Mar 2009, 00:53