agr_bakგეთანხმებით

ალბათ ეს თემა ყველაზე პოპულარულია

ერთი-ორი აზრიც იყოს ჩემი

ხანდახან დენი როცა არ არის შუქნიშნები გამორთულია და რა ვქნათ ველოდოთ დენის მოსვლას?
ვინც საწინააღმდეგო აზრზე ეს წაიკითხეთ ბოლომდე და ყურადღებით

გაუმართავი შუქნიშანი " ბიუჯეტის შევსების წყარო
ზემოაღნიშნულის გარდა, ყურადღება საპატრულო პოლიციასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ, უაღრესად არსებით საკითხზე მინდა გავამახვილო, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არა მარტო აშკარა ხარვეზს 1999 წელს მიღებულ კანონში "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ", არამედ გაგვაცნობს "სახელმწიფო რეკეტის" ერთ"ერთ ადგილობრივ მექანიზმს, რომელსაც "რევოლუციამდელი" საგზაო პოლიციაც აქტიურად იყენებდა. ამასთან, მკითხველს მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის ჩვენი პარლამენტარების "პროფესიონალიზმისა" და ინტელექტის (ე.წ. ზოგადი უნარების) თაობაზე.
საქმე შუქნიშნის ე.წ. დამატებით სექციას ეხება, რომელთან დაკავშირებითაც, საგზაო მოძრაობის ელემენტარულ წესებში სათანადოდ გაუცნობიერებელი ქართველი კანონმდებლის მიზეზით, იმდენად აბსურდული ვითარებაა შექმნილი, რომ ნებისმიერი მძღოლი, რომელიც ძირითადი სექციის ნებადამრთველ სიგნალზე მოძრაობისას ვერ შენიშნავს გამორთულ Dდამატებით სექციას (განსაკუთრებით ღამის საათებში), "დამრღვევად" იქცევა და ჯარიმის სახით ქვეყნის ბიუჯეტს 20 Lლარით შეავსებს. Aანუ, თუ საზღვარგარეთ შუქის მეშვეობით მოცემული "მარეგულირებელი"Nნიშნის დაუმორჩილებლობისათვის სჯიან, ჩვენთან U"ილიჩის ნათურის" გაუმართაობის ("გამორთულობის") პირობებშიც შეუძლიათ, პასუხი გაგებინონ.
პრობლემის არსში მკითხველის გარკვევას კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე შევეცდები, რომლის თაობაზეც საპატრულო პოლიციაში სათანადო საჩივარი იყო შეტანილი.
2006 წლის 16 ოქტომბერს, 22 საათზე, თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ"ინსპექტორმა, ბატონმა კობა გოგოლაძემ, შეადგინა ადმინისტრაციული ოქმი # 229448, რომელშიც სამართალდარღვევად ჩათვალა ის, რომ მძღოლი "ჭავჭავაძის გამზირიდან არაყიშვილის ქუჩაზე შემოხვევისას არ დაელოდა დამატებით მაჩვენებელს მარცხნივ მოხვევისათვის და შემოუხვია". შესაბამისად, 20 ლარიანი ჯარიმის გადახდაც დააკისრა.
აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა კანონით განსაზღვრულ 10"დღიან ვადაში. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას განემარტა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად: "შუქნიშნის მრგვალი მწვანე სიგნალი " რთავს მოძრაობის ნებას" (მუხლი 25.2). ამდენად, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ გზაჯვარედინზე სამი შუქნიშანი დგას და სამივეზე მრგვალი მწვანე სექციებია დამონტაჟებული, რომლებიც ერთდროულად, Gღამის საათებში კი განსაკუთრებით მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად, რთავენ მოძრაობის ნებას, სრულიად გაუგებარია, რა "დამატებით მაჩვენებელს" უნდა დაელოდონ მძღოლები მარცხნივ მოხვევისათვის.
პატრულ"ინსპექტორს მხედველობაში თუ ჰქონდა შუქნიშნის ე.წ. ისრებიანი დამატებითი სექციები, ზემოაღნიშნული კანონის 25"ე მუხლის მე"4 პუნქტის თანახმად, მათ არსებობაზე მძღოლს ინფორმაციას აწვდის "შუქნიშნის
ძირითად მწვანე სიგნალზე აღბეჭდილი შავი კონკრეტული (უნდა იყოს "კონტურული") ისარი". ძირითად სექციაში მხოლოდ ასეთი კონტურული ("კონკრეტული") ისრის არსებობის შემთხვევაში მისცემდა დამატებითი სექციის გამორთული სიგნალი მძღოლს ინფორმაციას, რომ ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია (მუხლი 25.3), ვინაიდან ძირითად სექციაზეGაღბეჭდილი კონტურული ისარი სხვა მიმართულებით დართავდა მოძრაობის ნებას.
სავსებით ლოგიკურიც და გონივრულიც უნდა იყოს, რომ მძღოლი შუქნიშნის ანთებული "მაშუქი სიგნალებით" (მუხლი 25.1) უნდა ხელმძღვანელობდეს ("შუქნიშანი" სწორედ შუქით უნდა იძლეოდეს ნიშანს!), ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმის დარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ადგილი, თუ მძღოლი შუქნიშნის მანათობელ ("მაშუქ") სიგნალს არ დაემორჩილება. მით უმეტეს, აბსურდულია, ღამის საათებში მოვთხოვოთ მძღოლებს დაემორჩილონ ფაქტობრივად უხილავ "დამატებით მაჩვენებელს" ("გამორთულ სიგნალს").
ამდენად, ვინაიდან გზაჯვარედინზე განთავსებული სამი შუქნიშნიდან არც ერთის ძირითად მწვანე სექციაზე არ არის დატანილი ("აღბეჭდილი") არანაირი კონტურული ისრები, ხოლო მრგვალი მწვანე სიგნალი მარცხნივ მოხვევას არ კრძალავს, ოქმში აღწერილი ქმედება სრულად შეესაბამება საგზაო მოძრაობის კანონით დადგენილ წესებს.
ამას ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ოქმის ფორმულირებაში არ არის მოცემული კონკრეტული შუქნიშანი ("მაშუქი სიგნალი"), რომელიც აკრძალავდა მოძრაობას. პატრულ"ინსპექტორის მოქმედების მართლზომიერად მიჩნევის შემთხვევაში გამოდის, რომ "დამატებით მაჩვენებელს" მძღოლი იმ შემთხვევაშიც უნდა ელოდოს, თუ დამატებით სექციაში ნათურაა გადამწვარი ან შუქნიშანს დენი საერთოდ არ მიეწოდება. ასკ 125"ე მუხლის მეშვიდე ნაწილის სავარაუდო დარღვევის თაობაზე შედგენილ ოქმში რომელიღაც გამორთული "დამატებითი მაჩვენებლის არდალოდებას" კი არ უნდა ვაბრალებდეთ მძღოლს, არამედ მკაფიოდ უნდა მივუთითებდეთ, მოძრაობის ამკრძალავ რომელ შუქნიშანზე ("მაშუქ სიგნალზე") გაიარა.
გაერო"ს საგზაო მოძრაობის კონფერენციის მიერ ჯერ კიდევ 1968 წელს მიღებული საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მესამე თავიც ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ მანათობელ ("მაშუქ") სიგნალებს ეთმობა, ხოლო 23"ე მუხლის მე"10 პუნქტი ადგენს, რომ დამატებითი სექციის ჩართვა ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას გვრთავს (ბუნებრივია, არაფერია ნათქვამი "გამორთული დამატებითი სექციის" თაობაზე, ვინაიდან ის, ისევე როგორც გამორთული ძირითადი სექცია, მხოლოდ იმას იტყობინება, რომ გამორთულია... გამორთული ტელევიზორი რა "ინფორმაციას იძლევა"?!). ამდენად, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მხრივ შედარებით მოწესრიგებულ ნებისმიერ სხვა ქალაქში სწორედ იმისთვის დაგვაჯარიმებდნენ, რომ ანთებული მწვანე შუქნიშნის წინ, შუა ქუჩაში. გავჩერებულიყავით და უკან მომავალი მანქანებისათვის შეგვეფერხებინა მოძრაობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი უნდა იყოს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა შუქნიშნის ("მაშუქი სიგნალის") დაუმორჩილებლობას ("ამკრძალავ ნიშანზე გავლას").
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ, საჩივრის საკმარისად დასაბუთების მიუხედავად, როგორც ჩანს, არაგონივრული ბიუროკრატიული პროცედურის გამო, მძღოლი გამოიძახეს საპატრულო პოლიციაში დამატებითი ახსნა"განმარტების მისაცემად (სრულებით არ იყო აუცილებელი. უმჯობესი იქნებოდა, ექსპერტი გაეგზავნათ შემთხვევის ადგილზე). ამასთან, სრულიად გაუმართლებელია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის 10"დღეზე მეტი ვადით გაჭიანურება. Fფაქტია, რომ საპატრულო პოლიციიდან საბოლოო პასუხი მხოლოდ 2006 წლის 5 დეკემბერს გამოიგზავნა.
როგორც ჩანს, საპატრულო პოლიციის Mმთავარ სამმართველოში საჩივარი დასაბუთებულად იქნა მიჩნეული და "ვინაიდან დარღვევა გამოწვეული იყო მძღოლისაგან დამოუკიდებელო ობიექტური მიზეზებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შედგენილი საჯარიმო ქვითრის გაუქმების შესახებ". თუმცა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას არც კონკურსგავლილი პოლიციელის კვალიფიკაციაში შეპარვია ეჭვი და გაუქმებულ ქვითარს "საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით შედგენილად" მიიჩნევს... სადავო საკითხის ასეთ "ორიგინალურ" გადაწყვეტაზე ძნელია რამე გონივრული კომენტარის გაკეთება. ცხადი ხდება მხოლოდ ის, რომ, თუ "რევოლუციამდელ" სამართალდამცველს, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, შეიძლებოდა შეცდომა მოსვლოდა, რეფორმის პირმშო "პატრულ"პოლიციელი" ყოველთვის მართალია!!!
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად თითქოსდა შუქნიშნების მოწესრიგებისათვის დახარჯული ორ მილიონამდე ლარისა, თბილისში დამატებით სექციიანი შუქნიშნების დიდი ნაწილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მხრივ არასწორად (არაგონივრულადაც...) არის დამონტაჟებული და არც უსაფრთხოების მოთხოვნებს შეესაბამება (მაგ. ილია ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ შუქნიშნებზე კონტურულისრიანი ძირითადი სექცია მხოლოდ თსუ II კორპუსის წინ არის განთავსებული).
უდავოდ გასათვალისწინებელია, რომ კანონის 25"ე მუხლში მოცემული შუქნიშნის მუშაობის განმსაზღვრელი ნორმები, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, რედაქციულთან ერთად, არსებითი ხასიათის რიგ უზუსტობებსაც შეიცავენ, რაც გარკვეულწილად განაპირობებს კიდეც დარღვევებს მათი შეფარდებისას. ამდენად, შემდგომში სხვა მძღოლებთან ურთიერთობისასაც, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, პატრულ"ინსპექტორებს ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი (შუქნიშნის სიგნალების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით).
ამასთან, აუცილებელია, პარლამენტმა დროულად შეიტანოს სათანადო ცვლილებები კანონში და შეუსაბამოს ის საერთაშორისო სტანდარტებს. ყველა შემთხვევაში, "საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონის 25"ე მუხლის მე"3 პუნქტიდან დაუყოვნებლივ უნდა იქნას ამოღებული ქართულ სამართლებრივ სივრცეში 1995 წელს შემოღებული აშკარად კორუფციული ხასიათის ნორმა შუქნიშნის ანთებულ სიგნალთან შედარებით "გამორთული სექციის" პრიორიტეტულობის თაობაზე. Aეს ადგილობრივი "ნოვაცია" კანონმდებლობაში გაუცნობიერებელი ჩვენი მძღოლების ხარჯზე ბიუჯეტს ადრეც აძლევდა მილიონობით შემოსავალს და "რევოლუციამდელი", ფაქტობრივად, ყოველ შუქნიშანთან ჩასაფრებული, უხელფასო ავტოინსპექტორ"საგზაო პოლიციელებისთვისაც (ალბათ, მათი ხელმძღვანელებისთვისაც) წარმოადგენდა საარსებო წყაროს.
http://www.opentext.org.ge/07/new7day/03/03-20.htm