ეჰ, სანამ მენტალიტეტი არ შეიცვლება ჩვენი ხალხის, მანამდე სულ იქნება ეს პრობლემა.
მაგრად ვხალისობ უსაფრთხოების ღვედს რომ ვიკეთებ ქალაქში "გოიმი" ხომ არა ხარო?

რა უნდა უპასუხო მაგ დროს? ჩემი თავი ძალიან შემიყვარდა სიბერეში მეთქი
კიდევ ვერ ვიგებ რითი აზროვნებს ის ხალხი უკან რომ "მოგაჯდება" და ფარებს გინთებს (არადა 90-100 -ით რომ მიდიხარ) გამატარეო, როცა არც გვერძე გადასვლის შანსი მაქვს და არც წინა მანქნაზე "გადახტომის". ალბათ იმას ელოდება რომ მეც სიგნალებით და ფარების ანთებით მთელ მოძრაობას ავაჩქარებ, დროზე კაცს ეჩქარება ან რბოლის ხასიათზეა და გავატაროთ მეთქი?
კიდევ იმაზე მეცინება უკან მომზდევს 30 მეტრში თან არც ისე მაღალი სიჩქარით (5კმ/სთ-ით მეტით) და ფარებს მინთებს გამატარეო

მეც თან ჩქარა მივდივარ და რა უნდა ვქნა შევანელო, სადღაც "შევეტენო" მარჯვნივ რომ ის რომ აკრიფავს სიჩქარეს შეფერხების გარეშე გაიაროს?
მე პირადად წვიმიან ამინდში და როცა ხილვადობა გაურესებულია ნისლის ფარებს და გაბარიტებს ვრთავ, ხშირად მახსენებენ ფარები გაქვს ჩართულიო, ვიცი მეთქი, გაკვირვებულები მიყურებენ. არადა გერმანიიდან მომიწია წამოსვლა ერთხელ მანქანით და 6 ქვეყანა გადმოვკვეთე, ყველგან ფარების ჩართვა სავალდებულო იყო. მაგას რომ თავი გავანებოთ პრაქტიკიდან გეტყვით, როცა ნისლის ფარები ჩართული მაქვს აშკარად უკეთესად გამჩნევს ყველა და რაღაც სირობებს აღარ გიკეთებენ. მითუმეტეს როცა ბავშვები მიზის მანქანაში არანაირი სურვილი არ მაქვს ვიღაც გამოსლევებულმა თავისი სიბრმავით დამამტვრიოს.
კიდევ აღმაშენებლის ძეგლთან შუქნიშანთან შემოსახვევი რომაა, მარცხნივ არ უხევევენ და მაინც მარცხენა რიგში "ეტენებიან" ცალკე კეტავენ მარცხნივ მოძრავი მანქანებისათვის გასასვლელს და ცალკე კიდევ მარჯვნივ უნდა "შეეტენონ" რო ძეგლს გვერდი აუარონ, აქედან ხომ იღებენ დედის მოკითხვებს და მარჯვნივ რომ "ეტენებიან" მერე კიდევ იქიდან. დავიჯერო არ მოქმედებს სიგნელები და შეურაცყოფები რომ მეორეჯერ ეგეთი სლეობა აღარ გაათონ?
იმდღეს ერთ სლეს გზა დავუთმე და დაძრა მანქანა და მერე მე გადამიკეტა ეგრევე გასასვლელი, ვუსიგნალებ გამატარე მეთქი და....... ფინალში მეუბნება რამოხდა ცოტა თავი შეიწუხე შენცო მე ხომ უნდა მოვუხვიოო, რა მოხდა მერე თუ შეწუხდიო

ეჰ, უშველის იმას ეხლა დედამისთან დაბარებული მოკითხვები მომავალში რომ ეგრე აღარ მოიქცეს?
რამდენი ეგეთი შემთხვევაა ყოველდღიურად? თან რაც ცხოვრებაში ვერ "იბლატავა" ზოგიერთმა ეხლა საჭესთან ინაზღაურებენ, რომ გადაუყენებ წინ და გადმოუხტები მერე "ბლატაობის" სურვილი ეკარგებათ ხოლმე