პრაკტიკაზე თეორიულ რჩევებს ეგრე იოლად როგორ ურჩევთ

მხოლოდ რამოდენიმე რამეა მნიშვნელოვანი:
1. ჯობია აბღუილო ვიდრე ჩეგიქვრეს

და მაღალი გაზი თუ მოგივა ეგ არაფერია. ცეპლენიით უნდა არეგულირო ანუ გაზი მიეცი და ცეპლენიას ძაან ნელა აუშვი ოღნდ ისე რომ სწრაფი დაძვრის შემთხვევაში არ შეშინდე და ცეპლენიას ნელა კი არა მდორედ დააწექი და ეგაა! (ცეპლენიას რესკი გამოყენებით ვერ მიხვდები მოდების მომენტი სადაა ამიტომ ნაზად და ფაქიზად)
2. სარკეები ტყუილად არ უკეთია მანქანას, შეიძლება იმ მომენტისთვის ეგ სარკე სულ არ გჭირდებოდეს მაგრამ მაინც გაიხედე
3. უფრო ხშირად აღმართზე დაძვრაში იჭრებიან, მეც ეგ მომივიდა

არც ვიცოდი თეორიულად რა უნდა გამეკეთებინა, უბრალოდ ხელის მუხრუჭი ჩავწიე ისე რომ მარჯვენა ფეხი უკვე ფეხის მუხრუჭზე მედგადა ხოლო მარცხენა ცეპლენიაზე მედგა დაქოქილ და პირველში გადართულ მანქანაზე, ხოდა ავიღე ტორმუზიდან ფეხი და გაზზე გადავიტანე თან მდორედ დავიწყე ცეპლენიიდან ფეხის აწევა და დაძვრისას 10 სანტიმეტრით მოასწრო დაგორება

თურმე 10 საკმარისია ჩასაჭრელად. მერე ავახსნევინე როგორ უნდა გაკეთებულიყო

ხოდა ხელის ტორმუზი ჯერ არ უნდა ჩამეწია, მარცხენა ფეხით ცეპლენიაზე ბოლომდე ხოლო მარჯვენა ფეხი მცირე გაზზე და ცეპლენიას ძაან ნელა ვუშვებთ ფეხს, როცა ხმა შეეცვლება მანქანას (განსაკუთრებით წინა წამყვან თვლებიან მანქანაზე როცა ხელის მუხრუჭი აწეულია და დაძვრას უპირებთ მაშინ მანქანის უკანა მხარე შესამჩნევად ზემოთ იწევს. ფაბიაც წინა წამყვანიანია

მატორის ხმის შეცვლას ნაკლებად გაიგებ, პატარა მატორი აქვს და თუ არ აბხუილე ისე მაგის ხმა თითქმის არც ისმის

) ან მანქანის უკანა მხარე ოდნავ აიწევს მერე უცბათ ჩავწევთ ხელის მუხრუჭს და ცეპლენიის შეუცვლელად გაზს მოუმატებთ

მგონი კარგად ავხსენი, ჩემ მანქანაზე პირველივე ცდიდან გავაკეთე...