კაცურად არა და ქალურად წავა?

არის სულ სამი ვარიანტი:
1. მარეგულირებელს მარჯვენა ხელი ზემოთ აქვს აღმართული:

აბსოლიტურად ყველას ეკრძალება მოძრაობა (მ.შ. ქვეითებს ეკრძალებათ ქუჩის გადაკვეთა).
2. მარეგულირებელს ხელები აქვს განზე გაშლილი იგივეა, რაც ხელები აქვს დაბლა დაშვებული:

=

მარეგულირებლის ზურგისა და მკერდის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს ეკრძალებათ მოძრაობა; მარჯვნიდან და მარცხნიდან მოძრავი რელსიანი ტრანსპორტი განაგრძობს მოძრაობას მხოლოდ პირდაპირ, ხოლო ურელსოები კი პირდაპირ და მარჯვნივ; ქვეითებს შეუძლიათ ქუჩა გადაკვეთონ მარეგულირებლის ზურგსუკა და მკერდის წინ.
3. მარეგულირებლის მარჯვენა წინაა გაშვერილი:

მარეგულირებლის მარჯვნიდან და ზურგის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს ეკრძალება მოძრაობა; მკერდის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ; მარცხენა მხრიდან (დაშვებული მკლავის მხრიდან) მოძრავი რელსიანი ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ მარცხნივ, ხოლო ურელსო ტრანსპორტი - ყველა მიამრთულებით (მ. შ. შეუძლიათ მობრუნებაც).
პ.ს. ნახატებზე მითითებულ ისრებს არ მიაქციოთ ყურადღება - საგამოცდო ბილეთებიდან ავიღე და უმრავლესობა არასწორადაა ნაჩვენები.
This post has been edited by Taboo on 14 Aug 2009, 00:32