ჩემს აზრს დავაფიქსირებ კონკრეტულად პრიუსთან დაკავშირებით, მაქვს უფლება რადგან საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა

მოდი ასე ვთქვათ, მანქანა არის უკვდავი თუ შენ არ მიეხმარე ძალით სიკვდილში. არის შემთხვევები როდესაც 250 -300K გარბენებით ზოგს ელემენტის რამოდენიმე მოდულის გამოცვლა ესაჭიროებათ, მაგრამ ეს უკვე საკმაოდ მარტივი პროცესია და ძალიან დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.
მატორიც უკვდავია, მაგრამ დიდ გარბენზე თუ მოვლილი არ არის ზეთის ჭამა უყვარს. თუმცა პლიუსი ის არის რომ ნებისმიერ ბენზინს გეახლებათ და ჯიბესაც უფრთხილდება.
სავალ ნაწილზე რა უნდა ვთქვა, აგერ ორი წელია სამი პრიუსი გვყავს ოჯახში და მხოლოდ ერთს დასჭირდა ამორტიზატორის შეცვლა ისიც იმიტომ რომ ლუკში ჩავფრინდი, დანარჩენები ისევე ჯანმრთელად გრძნობენ თავს როგორც ორი წლის წინ

"კარობკაზე" ბევრი წუწუნებს ვარიატორის გამო რომ უხალისო სამართავიაო, მაგრამ არავინ აღნიშნავს თუ როგორი უპრობლემოა

მე პირადად არავისგან გამიგია რომ კარობკის პრობლემა ჰქონოდა. მოკლედ უპორბლემოა ეგეც.
საწვავის წვა, მოკლედ მე პლატოზე ვცხოვრობ და აღმართები მუდამ მიწევს, ასევე ნახევარზე მეტად სავსე მანქანით დავდივარ, ასევე ვარ მცივანა და ფეჩს ხშირად ვხმარობ, ასეთ პირობებში ზამთარში 5.0 -5.5 ლიტრს წვავს, ხოლო ზაფხულში 4.5 საშუალოდ.
ასევე არშემიძლია არ ავღნიშნო დიდი სალონი და საბარგული, ძალიან მოსახერხებელია ოჯახისთვის, კოროლა მყავდა და იმითი რომ ორი გზა მჭირდებოდა ბავშვების დაჩაზე ასაბარგებლად, ახლა ამითი ერთი გზაც უპრობლემოდ მყოფნის, მოკლედ სივრცე სალონში ძალიან დიდი პლიუსია.
ეხლა მინუსები, მატორის უსიამოვნო ხმა შემოდის სალონში როდესაც მაღალ აპაროტზე მუშაობს, კლირენსი ცოტა დაბალია და ამიტომ ვფრთხილობ ხოლმე, მინუსი კიდევ ის არის რომ ხმოიზოლაცია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. ეს არის ძირითადად რაც გამახსენდა
ესეც ჩემები

:

For every minute you are angry you lose sixty seconds of happiness.