100%
განსხვავება მხოლოდ ტერმინებშია
მოკლედ ამდენ პოსტებს რა წამაკითხებს
იდეაში მივხვდი რომ ტერმინებს შორის განსხვავებას იმდენად არ ეძებთ, რამდენადაც მუშაობის პრინციპები გაინტერესებთ

ესე იგი რაშია საქმე:
იაპოშკები ყველანაირ 2 ტურბინიან სისტემას ეძახიან "TWIN TURBO"-ს

გერმანელები უმეტეს შემთხვევაში Bi-Turbo-ს (საპირისპირო შემთხვევა რაღაც არც მახსენდება)
თვითონ TwinTurbo-ს სისტემებში არის 2 ძირითადი ვარიანტი:
1. Sequental Twin Turbo (როცა დაბალ ბრუნებზე მუშაობს ერთი ტურბინა, მეორე ირთვება მაღალ აბაროტებზე და ორივე ერთად მუშაობს, უმეტეს შემთხვევებში ორივე ტურბინა ერთნაირია ან თითქმის ერთნაირი) - კარგი ვარიანტია შედარებით მძიმე მანქანებისთვის, ასევე დაბალი კუბატურის ძრავებისთვის, კარგი გაწევა აქვს თითქმის ყველა აბაროტზე
2. Paralel Twin Turbo (როცა ორივე ტურბინა პარალელურად მუშაობს ნებისმიერ აბაროტებზე, Single Turbo-სთან შედარებით ნაკლები ტურბოლაგი აქვს) - კარგი ვარიანტია დიდი კუბატურის ძრავებისთვის, დიდი თორქი აქვს შედარებით მაღალ აბაროტებზე, დაბლებზე უფრო კუბატურის ხარჯზე აქვს გაწევა
კიდევ არის საკმაოდ უცნაური და იშვიათი სისტემა TwinCharger

VW იყენებს გოლფის ერთერთ ძრავზე, 1.4 TSI მგონი.... დაბლებზე კომპრესორი მუშაობს, მაღლებზე ტურბინა ირთვება
This post has been edited by PAINKILLER on 22 Jun 2009, 17:33