მოკლედ უნდა გასწავლოთ ეხლა როგორ უნდა იმოქმედოთ პრობლემატურ სიტუაციებში სითი პარკთან.
შემთხვევა ნომერი 1 : რა უნდა ქნათ როცა ვერ ააქტიურებთ ბარათს, ანუ აგზავნით სმს-ს სწორედ პრობლემების გარეშე და არ მოგივიდათ პასუხი და არ გააქტიურდა ბარათი.
1. რეკავთ ნომერზე რაც წერია ბარათზე 822 555123. ელოდებით სანამ იბაზრებს, მერე დააჭირეთ ერთიანს და დაელოდეთ ოპერატორს.
ოპერატორი აიღებს ყურმილს მოუსმენს თქვენ პრობლემას და მერე გეტყვის დარეკეთ 822 241199
2. დარეკეთ 822 241199 და ავტომოპასუხე იტყვის "დარეკეთ ნომერზე 822 555123.
3. დარეკეთ ნომერზე 822 555123, გაიარეთ იგივე პროცედურა რაც წერია პუნქტ N1-ში და აუხსენით რომ 822 241199-ზე ავტომოპასუხეა. მიიღებთ ახალ ტელეფონის ნომერს 822 244441 (სპონტამ ცენტრალური ოფისი).
4. დარეკეთ 244441, იქაც დააჭირეთ შესაბამის ღილაკს (2 მგონი) და აუხსენით პრობლემა, ქალბატონი გიპასუხებთ რომ ვერაფრით ვერ გეხმარებათ და გეტყვით ტელეფონის ნომერს 877 104081 (ვინცხა პაატა, რომელიც წყვიტავს ყველაფერს)
5. დაურეკეთ მისტიურ პაატას. არ ვიცი თქვენ რითი დაგეხმარებათ მაგრამ მე მითხრა ნახევარი საათი დამელოდეთო და გავააქტიურებო
ხოდა დაელოდეთ პაატას სანამ სტაიანკაზე გაჩერდებით, მაგას ბევრი ხალხი ურეკავს და იქნებ გაუგოთ.
------------
პაატას უფროსის ნომერი და სხვა უფროსობის ტელეფონის ნომრების გაცემაზე უარს იძახიან.
არ ვიცი ეხლა როგორ მოვიქცე მაგრამ ცოტას ვიფიქრებ და რამე გამოსავალს მაინც მოვნახავ

აბა დაყარეთ იდეები
* * *
კიდე თუ დაგაინტერესებთ, კანტორის დირექტორი არი ვინცხა რონ ზონენფილდ