1 წელია თუ მეტი არა ვასხამ რომპეტროლის კალონკაზე პრემიუმს (ახლა ეფიქსს ეძახიან

), სანაპიროზე ყაზბეგის პივნოის რომ გაცდები, თავდაცვის სამინისტროს ასახვევთან.
მანქანის წვას ვზომავ შემდეგი პრინციპით პოლნი ბაკი, გავივლი, ისევ პოლნი ბაკი.
ამას წინათ ტრასაზე ვიყავი და გორის ხიდთან ამინთო, ხოდა ჩემსას უწერია რომ აანთებს 14 ლიტრი მაინც არისო.
ნუ ტრასაზე 10-11-ს ვაწვევინებ და მეთქი თბილისამდე როგორ არ უნდა ჩავიდე თქო, 70 კილომეტრია მაქედან თბილისამდე,
ნუ კიდე დიღმიდან სახლამდე 14-15. ჩამოვედი თბილისში, მუხიანშიც ხალხი დავტოვე და მოვედი ისევ მანდ, ეგრევე პოლნი ბაკი ვხიე ისევ.
ბაკი არის 79 ლიტრიანი, ჩაიმატა 73 ლიტრი. ანუ კიდე 6 ლიტრი ბაკში იყო. რავი მე მგონი არც იტყუებიან და მართლა ეკონომიურად დადის მანქანა,
გაწევა ხო მშვენიერი აქვს თავისთავად ცხადია.
საერთოდ ყველა კალონკა იპარავს ბენზინს პისტოლეტის კონფიგურირებით, რასაც მაგათ ენაზე "მოჭიმვა" ქვია. ეს ყველა კომპანიის პოლიტიკაა.
მოჭიმვიდან ამოსული თანხა დაახლოებით 20-25%-ს შეადგენს მათი მოგების, თან ისეთი მოგების რომლის დეკლარირებაც საჭირო არ არის და სხვა მაქინაციების დაფარვაში ეხმარებათ. მაგალითად ერთ-ერთი კალონკის (სახელს არ დავასახლებ და ნუ მკითხავთ საიდან ვიცი

) მოჭიმვის კოეფიციენტი არის 2%. ანუ 10 ლიტრაზე იპარავენ 200 გრამს. თან გეოგრაფიულად ზოგ კალონკაზე მოჭიმვის კოეფიციენტი შეიძლება მეტი იყოს, ზოგან ნაკლები.
ეჭვი მაქვს ისეთი კალონკები, რომლებიც ცოტა ბენზინს ყიდიან დიდი კოეფიციენტით არიან. ჩემი გამოცდილებით ეკო მაგ მხრივ ლიდერია, მერე მოდის ვისოლი, მერე ალბათ ლუკოილი და მერე რომპეტროლი. noname კალონკები არ ვიცი, შეიძლება ფსელსაც ურევდნენ ბენზინში, მოჭიმვასთან ერთად.
ხო კიდე სასურველია ბევრი ბენზინი ჩაასხათ ერთ ჯერზე, მაგ დროს მოპარვის რაოდენობა მცირეა, ვიდრე იგივე რაოდენობა რამოდენიმე ჯერზე გაყო.
This post has been edited by crusader on 30 Aug 2009, 20:35