აბა, გარკვეული ხალხი ვინც ხართ, ასეთი რამე მოგვივიდა
ისნის ხიდებთან ჩამოსახვევი როა, ეგ ადგილია.
თეთრი ჩვენ ვართ, წითელი კიდე სხვა ჯიპი

70-ით მოვდიოდით და ჯიპმა ჩამოუხვია მაგედან, ზოლში გასწორებული იყო უკვე, მაგრამ დამუხრუჭება ვეღარ მოვასწარით და უკნიდან დავეჯახეთ
3 ეკიპაჟი იყო მოსული მარა ტვინი მო%^ეს და ჩვენ გაგვამტყუნეს, უნდა მოგესწრო დამუხრუჭებაო.
იმ ჯიპს დახაზული სამკუთხედები ჰქონდა, რომელიც ნიშნავს
1.13. აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადაmკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
და გზის დათმობა კიდევ ნიშნავს:
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) პირველი თავის პირველი მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილე არ იწყებს, არ ანახლებს ან არ განაგრძობს მოძრაობას, არ მიმართავს რაიმე მანევრს, თუკი ეს მასზე უპირატესი მოძრაობის მქონე სხვა მონაწილეს იძულებულს ხდის შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე.
რაღატო ვარ მე დამნაშავე?
კიდევ არ უნდა ვაგინოთ პატრულს?