მუხლი 279. საქმის გადასინჯვაში მოსამართლის, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის, ზემდგომი სასამართ-ლოს თავმჯდომარის და შინაგან საქმეთა ზემდგომი ორგანოს უფროსის უფლებამოსილება
ადმინისტრაციული მოსამართლის (მოსამართლის) დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით ადმინისტრაციული მოსამართლის (მოსამართლის) მიერ, აგრეთვე მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა პროკურორის პროტესტი – ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ.
შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის დადგენილება ამ კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს პროკურორის პროტესტით თვით შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მიერ, აგრეთვე მიუხედავად იმისა,
ესა?