giorgi_gარ გააფუჭებს, მთავარია 9.6 ვოლტი, მუდმივი დენი მიაწოდო
ჰო, მე სტრაიკბოლის კლუბიდან ვარ, ფარნას ვიცნობ airgun.ge-დან. სტრაიკშიც სულ ბატარეების პრობლემაა, NiMH/NiCD სატანჯი რამეა
ჰოდა ჩვენი გამოცდილებიდან მოგცემთ რჩევას ბატარეებთან დაკავშირებით:
გადადით ლითიუმ-ნანოფოსფატიან ბატარეებზე, LiFePo4-ზე, დაისვენებთ რასაც ქვია.
1 - რომ ლითიუმზე რადგანაა დამზადებული, დატენვისას განმუხტვა არ სჭირდება ბატარეას.
2 - რომ თავისით არ განიმუხტება
3 - რომ მეხსიერების ეფექტი არ აქვს და დროთა განმავლობაში სიმძლავრეს არ დაკარგავს.
4 - რომ ერთი და იგივე MAH-იანი LiFe და NiMH/NiCD რომ ავიღოთ, ორჯერ უფრო ძლიერია დაახლოებით Life.
5 - რომ დატენვა ხდება ძალიან სწრაფად, 15 წუთში!
მოკლედ, ეგ LiFePO4 ელემენტები იყიდება საიტ hobbyking.com-ზე. სხვაგან არ იყიდოთ, დიდი შანსია, რომ "პადძელკა" აღმოჩნდეს.
არის ორნაირი ეგ ელემენტები, 1100 MAH-იანი (რომელიც სიმძლავრით უდრის ცნობილი ბრენდების (Sanyo, G&P) ~2300-2400 MAH-იან NiCD/NiMH ბატარეებს და მეორე, 2300 MAH-იანი, რომელიც სიმძლავრით რას უდრის, თქვენით წარმოიდგინეთ.
ესაა 1100 MAH-იანი:
http://www.hobbycity.com/hobbycity/store/u...o4_Cell_w/_tabsეს კი 2300 MAH-იანი:
http://www.hobbycity.com/hobbycity/store/u...o4_Cell_w/_tabsესეც ტექნიკური დოკუმენტაცია ორივე ტიპის ბატარეაზე:
http://www.enerland.com/upload/product/26650.pdf და
http://www.enerland.com/upload/product/18650.pdfყურადღება მიაქციეთ, რომ თითო ეგ ელემენტი არის 3.3 ვოლტიანი, თქვენ დაგჭირდებათ 3 ცალის ყიდვა, რომ 9.9 ვოლტიანი ბატარეა ააწყოთ.
ყურადღება მიაქციეთ ზომებსაც, ტექნიკურ დოკუმენტაციაში ზომები წერია, შეიძლება 2300 MAH-იანი ბატარეა ვერ ჩატიოთ მანქანაში.
+ არ ვიცი რა დონის გაყვანილობას იყენებთ თქვენს მანქანებში, თუ გამძლე არაა, შეიძლება 2300 MAH-იანებზე გაყვანილობის გამოცვლა დაგჭირდეთ.
აწყობა ადვილია, მიმდევრობით შეაერთებთ ელემენტებს და ეგაა. ჰითშრინკი (ე.წ. თერმოუკლადკა) და გაყვანილობა აქ იშოვება. რაც არ იშოვება აქ, ესაა კონექტორები. ალბათ თქვენც ე.წ. Tamyia კონექტორებს იყენებთ. სუსტი კონექტორებია ეგენი, ადვილად ფუჭდება და მაღალ ამპერაჟთანაც მწყრალად არიან.
ამიტომ იგივე ჰობიკინგზე არის XT60 კონექტორები, იყიდეთ და გამოიყენეთ ეგენი:
http://www.hobbycity.com/hobbycity/store/u...?idProduct=9572 5 წყვილია ერთ პაკეტში, სულ 10 ცალი დედალ-მამალი ანუ.
3 ცალი 1100 მაჰ-იანი ელემენტი, + კონექტორები + საქართველომდე ჩამოტანა ჯდება სულ 37.31$
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ LiFe-ს თავისი დამტენი უნდა.
დამტენად ვიყენებთ IMAX B6-ს.
ე.ი. გვჭირდება:
1 ცალი IMAX B6 Charger/Discharger 1-6 Cells -
http://www.hobbycity.com/hobbycity/store/u...arger_1-6_Cellsფასი - 38.79$
ტენის როგორც Li-FE ბატარეებს, ასევე Li-Po, Li-Ion, Ni-MH, Ni-CD, Pb (Lead Acid)-საც. აქვს ოხრად ნავაროტკები, პარამეტრების ხელით გასწორება, დაცვები და ა.შ.
და გვჭირდება კვების ბლოკი დამტენისთვის, რომელიც ცვლად დენს 220 V-ს გარდაქმნის მუდმივ დენად, 11-18 ვოლტის დიაპაზონში, მოგვცემს 5 ამპერს (ამ დიპაზონში მუშაობს B6) და მიაწვდის დამტენს.
ესეც კვების ბლოკები:
IMAX Power Supply 100~240v 5A - 15.95$ -
http://www.hobbycity.com/hobbycity/store/u...ply_100~240v_5A და მეორე:
12V 5A Power Supply -
http://www.hobbycity.com/hobbycity/store/u...5A_Power_Supply - 9.69$
ნუ პირველი ცოტა უფრო მძლავრია, თან ბრენდისაა და ცოტა ძვირიც ღირს, შესაბამისად
საერთოდ, ამ 12 ვოლტის მიღება შეიძლება უფრო "იაფადაც" და ამ შემთხვევაში დამტენისთვის კვების ბლოკის ყიდვა არ დაგჭირდებათ. მაგ, სახლის პირობებში 12 ვოლტის მიღება უმარტივესად შეიძლება კომპიუტერის კვების ბლოკიდან.
კომპის კვების ბლოკი იძლევა 12, 5 და 3.3 ვოლტს ძირითადად. 4 პინიან MOLEX კონექტორებში მოდის როგორც 12 ვოლტი, ასევე 5 ვოლტიც. 12 ვოლტიდან გავაკეთებთ გამომყვანს და შევუერთებთ ჩვენს დამტენს, იმუშავებს უპრობლემოდ
+ 12 ვოლტის მიღება შეიძლება მანქანიდანაც, თუმცა ეს უფრო საველე პირობებშია გამოსადეგი, ბატარეის დასატენად მანქანასთან ხომ არ ჩახვალთ ეზოში?
მოკლედ, ელემენტები + კონექტორები + დამტენი + კვების ბლოკი ჯდება 82$ + ჩამოტანა 20$. ესეც ასე, 100$-ად სრული კომპლექტი გექნებათ.
საერთოდ, ერთი კლუბი ხართ და წევრების რაოდენობაც არაა ძალიან დიდი, ამიტომ კაი ხანი ერთი საერთო დამტენი გეყოფათ, ტყულად რომ არ დაიხარჯოთ. 15 წუთში იტენება 9.9 ვოლტიანი 1100 მაჰ-იანი აწყობილი ბატარეა.
ჰობიკინგიდან საქართველოში Air Parcel მოდის ~10 დღეში, Registred air mail-ი არ მიცდია. მოკლედ, რამდენიმე რომ გაერთიანდეთ და ერთად შეუკვეთოთ, მოგებულები დარჩებით.
რაც მთავარია, ბატარეების პრობლემა მოიცილებთ სამუდამოდ
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.