Beqa16Vნამდვილად მასეა, დაბალი წონის მანქანა ადგილიდან სწრაფად გაიქცევა

მაგრამ სიმძლავრე წონის დასაძლევად სჭირდება მხოლოდ სტარტის დროს, აჩქარებისთვის საჭიროა მაბრუნებელი მომენტი, ამიტომ დაბალ სიჩქარეზე ის მანქანა უფრო მეტად აჩქარდება, რომელსაც მაბრუნებელი მომენტი/წონაზე შეფარდება მეტი აქვს

მაღალ სიჩქარეზე კი გეთანხმები რომ დიდი სიმძლავრის ხარჯზე მოიგებს უფრო მძიმე მანქანა, მაგრამ წონის წინააღმდეგობაზე არაა, მანდ უფრო ხახუნის და აეროდინამიკის დაძლევაზე იხარჯება სიმძლავრე, დაახლოებით ერთნაირად ერთიდაიგივე სიჩქარეზე (ერთნაირ პრივოდს ვგულისხმობ), ამიტომ მეტი სიმძლავრის მანქანას უფრო მეტი რჩება აქსელერაციისთვის, შესაბამისად უფრო სწრაფად აჩქარდება

ანუ მაგალითისთვის, თუ ერთ მანქანას სიმძლავრე აქვს 150 ცხენი და წონა 1 ტონა, მეორეს კი 300 ცხენი და წონა 2 ტონა, შეფარდება ერთნაირი გამოვა, ადგილიდან მსუბუქი მანქანა სტარტზე აჯობებს, მაღალ სიჩქარეზე კი ორივე თანაბრად დახარჯავს სიმძლავრეს ხახუნის ძალის დასაძლევად, სიტყვაზე ვთქვათ 100კმ/სთ-ზე ორივე დახარჯავს 100 ცხენს, ერთს დარჩება 50 ცხენი, მეორეს 200

წონაზე შეფარდება კი 2-ჯერ მეტი ექნება მძიმე და ძლიერძრავიან მანქანას, შესაბამისად უფრო მეტი აჩქარებაც ექნება
This post has been edited by PAINKILLER on 27 Oct 2009, 18:45