როცა მანქანაში რომელიმე ახლობელი პირველად მიჯდება და ვეუბნები ღვედი შეიკარი მეთქი და ის კიდე გაოცებული მპასუხობს რა საჭიროა ქალაქში ღვედი ჯარიმა ხო არაა მაგაზეო ან უი მაგაზეც ჯარიმა შემოიღესო, ისე მეშლება ნერვები, ლამისაა უსიტყვოდ გადავსვა ხოლმე მანქანიდან

საბედნიეროდ თავად უკვე კაი ხანი იქნება შევიგნე და დავეჩვიე ღვედის შეკვრას და სხვებსაც ყოველთვის ყოველთვის ვუხსნი, რომ ღვედი პატრულისთვის, ჯარიმისთვის ან უმიზნო აჟინებისთვის კი არა, საკუთარი უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. ჩემს მგზავრებს ყოველთვის ვაკვრევინებ ღვედს ჩემს მანქანაში, ბევრი უკვე დაეჩვია და უსიტყვოდ იკრავს.
ღვედის შეკვრა პირველ რიგში უსაფრთხოების გონივრული ზომა, რისკის შემცირებაა. მიეჩვიეთ ღვედის შეკვრას და მიაჩვიეთ თქვენი მგზავრებიც.