ნუ ჩემ მოკრძალებულ აზრს დავწერ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუ ვინმეს მოეწონება გაითვალისწინოს

ცხენის ძალების მიხედვით დაყოფა არ იქნება კორექტული.
ჯერ ეს ერთი: საქართველოა და ყველა დაიწყებს ჩემ მანქანას ცხენები დაკარგული აქვს, გაკეთებული არ აქვს და ა.შ. და ვერც დაუმტკიცებ და კამათსაც აზრი არ აქვს.
მეორე ფაქტორი ის არის რომ 192 HP Lotus Elise-ი და მსგავსი მანქანები სულ რომ დებილი მძღოლი დასვა მაინც 10 თავით აჯობებს 350HP-იან იმპრეზა/ლანსერებს. როგორც უკვე დაიწერა არც ჩვენი პროფების 200HP კალცოს სივიკებია ნაკლები, შესაძლოა იარონ იმაზე უკეთესად ვიდრე ზემოთაღნიშნულმა მანქანებმა, პადვესკის და წონის ხარჯზე... ასე შორსაც რომ არ წავიდეთ ყველას კარგად ახსოვს რამდენი გამარჯვება აქვს ანგარიშზე თახვის 328-ს (ყოფილს) და სეროფას 2.8 კომპაქტს!
ეხლა რომ დაყო Horsepower to Weight Ratio-ს მიხედვით, რაც მანქანების შეფასებაში უცხოეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეგეც მაგარი ტვინის ბურღვა იქნება, ჯერ მარტო ბენჩმარქ კოეფიციენტის გამოყვანა და მერე მონაწილეების კალკულაცია

თან მაბრუნებელი მომენტი კიდევ სხვა ფაქტორია და ეგეც გასათვალისწინებელია. იტოგში ესეც არ გამოვა რა.
უნდა მივიდეთ იმ აზრამდე რომ მანქანების გადარჩევა ვერ მოხდება
ტექნიკური კრიტერიუმით,
შეიძლება სუბიექტურად მოხდეს, მაგრამ აქ იგივე დრამა გამეორდება.
მივიდეთ იმ აზრამდე რომ შესაძლებელია 2 კლასის შექმნა პარნიზე შემდეგი პრინციპით: A ლიგა, სადაც გამოდიან მიმდინარე "კარგად განსწავლული მოყვარულები" და B ლიგა - ანუ აუტსაიდერთა - დამწყებ მოყვარულთა კლასი, სადაც იქნება ის ხალხი რომელსაც შედარებით სუსტი მანქანა ყავს, გამოცდილება აკლია და იბრძოლებელ A ლიგაში მოსახვედრად. სწორედ B ლიგაში უნდა მოხდეს ასეთი ხალხის ვარჯიში, "დასპეცება" და შემდეგ მაღალ კლასში გადასვლა.
ახლა შედეგზე ვისაუბროთ: ქალაქში ნაკლები გაზაობა, სვეტაფორის გონშიკების რაოდენობის შემცირება და გაკეთებული ახალი კლასი, სადაც ბევრი ტარებასაც დაამუღამებს და მოქმედი სტაჟიანი მოყვარულების დონეს მიაღწევს ან გადაასწრებს

კიდევ მოდით 1 რამეზე შევთანხმდეთ - ბოლო პარნი იყო, როდესაც გამომსვლელების რაოდენობა ცოტა არ იყო, თორე პარნი არ გამიმაზავს რუსთავში და კარგადაც ვიცი რამდენი ადამიანი დადის, ზოგჯერ იშლება კიდევაც გამომსვლელთა სიმცირის გამო. თან უინტერესოც არ იქნება ეს კლასი რადგანაც კონკურენცია იარსებებს

დალშე თქვენ გადაწყვიტეთ, მე იდეა შემოგთავაზეთ, რისი კიდევ უფრო დახვეწაც შესაძლებელია...