მთვარალაშვილი - საწვავი მხოლოდ ბრენდირებულმა კომპანიებმა გააძვირესსაცალო ქსელში საწვავის ფასები მხოლოდ ბრენდირებულმა კომპანიებმა გააძვირეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვარალაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საწვავი “ვისოლის", "ლუკოილის", "სოკარის", "ეკოს", "რომპეტროლის" და სხვა მსგავსი დიდი კომპანიების ქსელში სხვადასხვა პროდუქტზე სხვადასხვა ოდენობით გაძვირდა, ლიტრზე, საშუალოდ, 5-10 თეთრით.
“მსგავს კომპანიებს საქართველოში საწვავის ბაზრის 70 პროცენტი უჭირავთ, თუმცა არსებობს სხვა გასამართი სადგურებიც, რომლებიც ბრენდები არ არიან და მათ საწვავი არ გაუძვირებიათ. ასეთი სადგურების წილი ბაზარზე 30 პროცენტია. ასე რომ, მომხმარებლს, რომელსაც გაძვირებული საწვავით სარგებლობის შესაძლებლობა ან სურვილის არ აქვს, შეუძლია, ძველ ფასში შეიძინოს", - განაცხადა მთავრალაშვილმა.
რაც შეეხება გაძვირების მიზეზებს, როგორც ვანო მთვარალშვილი განმარტავს, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთია საერთაშორისო ფასების გაძვირება ნავთობპროდუტქებზე. მაგალითად, ერთი ტონა ბენზინზე საერთაშორსო ფასი 50-70 აშშ დოლარით არის გაზრდილი. ამასთან, ფასის მატების ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება, ჩაითვალოს ბოლო დროს ლარის კურსის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში, რადგან ნავთობის შესყიდვა, ჩვეულებრივ, აშშ დოლარებში ხდება.
ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოესი ერთ თვის განმავლობაში საწვავის ფასების მომატება მოსალოდნელი არ არის.
ამასთან, მისი თქმით, თუ გაძვირება ობიექტური მიზეზებით არ არის განპირობებული, მას ხელოვნურად არც ერთი კომპანია არ აკეთებს, რადგან ფასის მატება მოხმარების შემცირებას იწვევს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1საცემია ეს ვაჟბატონი, თან ჭკუას გვარიგებს წადით ჯუმბერ-ოილში ჩაასხით ბენზინიო
"რომპეტროლი" - საქართველოში მხოლოდ ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტს ვახორციელებთ "რომპეტროლის" გჯუფი ევროპული საწვავის მწარმოებელი და დისტრიბუტორია და საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ევროპული სტანდარტის საწვავის იმპორტს ახორციელებს. აღნიშნულ განცხადებას "რომპეტროლ საქართველოს" მენჯმენტში აკეთებენ.
“რომპეტროლ საქართველო" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოში "რეგულარის" ტიპის ბენზინის გაძვირება კომპანიების მიერ აზერბაიჯანიდან საწვივის შესყიდვას უკავშირდება.
“ხაზგასმით განვმარტავთ, რომ საქართველოში "რომპეტროლს" მხოლოდ ევროსტანდარტის საწვავი შემოაქვს, მათ შორის მაღალი ხარისხის "ევრო რეგულარი", რომელიც აზერბაიჯანული საწვავისგან მაჩვენებლებით და ხარისხით ბევრად განსხვავდება", - განაცხადა "რომპეტროლის" გაყიდვების დეპარტამენის უფროსმა თენგიზ ჭიჭინაძემ.
მისი განმარტებით, “რომპეტროლის" "ევრო რეგულარი" არანაკლებ 93 ოქტანობისაა, ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანულ რეგულარს, უფრო დაბალი ოქტანობისაა და ასეთი საწვავი "რომპეტროლის" ქსელში არ იყიდება.
მისივე განცხადებით, რაც შეეხება საწვავის გაძვირებას, ამის მიზეზი მსოფლიოს ბაზარზე ბარელ ნავთობზე ფასების 80 აშშ დოლარამდე ზრდამ და საქართველოში დოლარის კურსის ბოლოდროინდელმა რყევამ გამოიწვია.
“ამის გამო იძულებულები გავხდით, გაგვეზარდა ფასები. საახალწლო დღეებში არ გავაძვირეთ საწვავი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასები უკვე შეცვლილი იყო. ახლა კი, ძველი მარაგები ამოგვეწურა", - აღნიშნა თენგო ჭიჭინაძემ.
აღნიშნული მიზეზების გამო საწვავზე ფასებმა, საშუალოდ, 10 თეთრით მოიმატა , 5 თეთრით კი “სუპერი” გაძვირდა.
“რომპეტროლ საქართველო“ ევროსტანდარტის საწვავის უმსხვილესი იმპორტიორია ქართულ ბაზარზე. ”რომპეტროლ ჯგუფი” ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 10 უმსხვილეს კომპანიათა რიცხვში შედის.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1რომპეტროლმა მარტო პარიზულ ბენზინს ვყიდიო
გვეკაიფებიან იმენნა, მეტის ღირსები ვართ,
მოგიდღანთ ევროპული საწვავი და ბიზნესის გრუზინული გაგება
This post has been edited by ხარონი on 21 Jan 2010, 16:49