ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ბიუჯეტში ყველაზე მსხვილ გადამხდელებს გამოავლენს
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში 2009 წლის შედეგებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილ გადამხდელ ორგანიზაციებს გამოავლენს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს, კომპანიების დაჯოლდოების ცერემონია 26 იანვარს, სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში~ გაიმართება.
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილ გადამხდელ ორგანიზაციასთან ერთად დაჯილდოვდებიან ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიები - საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის მქონე კომპანია; კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული; ნავთობკომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა 2009 წელს საქართველოში; საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი და სხვა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აღნიშნულ ღონისძიებას 6 წელია ყოველწლიურად ატარებს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=126 იანვარს ქორთიარდ მარიოტში აპირებენ ''ვეჩერინკას"
ხოდა მივიდეთ ქორთიარდში და ავუტალახოთ ეს ''ვეჩერინკა''