მოდით საწვავის ფასებზე ვიშვიშის თემა ასე წლები რო არ გაგრძელდეს კიდევ უაზროდ დავფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე:
პირველრიგში კითხვა მაქვს თქვენთან და იმედია სერიოზულად დაფიქრდებით ამ საკითხზე
იმაზე არ გიფიქრიათ ჩვენთან პირიქით იაფი რატო ღირს ბენზინი ვიდრე სხვა ნორმალურ ქვეყნებში?
თუ გიფქრიათ მაშინ იმაზეც გექნებათ ნაფიქრი რატო ღირს იაფი ჩვენთან ხო?
ვისაც არ გიფიქრიათ ამაზე გეტყვით რომ ეს სიიაფე გამომდინარეობს მხოლოდ იქიდან რომ საქართველოში შემოაქვთ და ყიდიან ნაგავს ...
ანუ შემოაქვთ ძირითადად აზერბაიჯანიდან სოკარის დაბალოქტანიანი ნაგავი და მერე ოქტანობის მოსამატებლად ურევენ ათას ნაგავს რაც ასე კარგად მოქმედებს შემდეგში ჩვენ ფილტვებზე ...
პირველრიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა?
გვინდა კარგი ხარისხის ბანზინი რაც არ დაგვწამლავს თუ გავაგრძელოთ ასე როგორც ვართ და როდესღაც საერთოდ გადავშენდეთ ...
რაც შეეხება მთავრობების დაპირებას ბენზინის გაიაფებასთან დაკავშირებით ძაან სასაცლილო სიტუაციაა.
ჯერ ხო ის ადამიანები არიან სასაცილოები ვისაც ამდენი წლების მერე კიდევ მთავრობების წინასაარჩევნო დაპირებების ჯერა ან ჯეროდა ....
შეგნებულად თუ შეუგნებლად იტყუებოდა ეხლანდელი მთავრობა ბენზინის გაიაფებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს ეხლა
ფაქტია რო მოვიდნენ ხელისუფლებაში ნახეს რომ ერთადერთი რესურსი საწვავზე ფასის დაკლების არის აქციზის დაწევა ან გაუქმება.
მაგას ვერ აკეთებენ რადგან რა მოყვება შემდეგში იცით? აქციზის თანხა შედის ბიუჯეტში და მაგით დაგეგმილია სახელმწიფო ვალდებულებები. შესაბამისად აქციზი რო გააუქმონ ვიღაცას ან ხელფასი ვერ უნდა მიცენ ან პენსია ან სოციალური ვალდებულებები გაიჭედება.... ან კიდევ ათასი სხვა რამ რაც სახელმწიფო დაფინანსებაზე
არ გეგონოთ მე ან ნაციონალების ან ამ ოცნების მომხრე ან მოწინააღმდეგე ვარ .
მე უბრალოდ ყოველთვის სიმართლის თქმის მომხრე ვარ როგორი მწარეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე.
ამ სიმართლეს როგორც წესი ყველა მთავრობა მალავს და ალამაზებს და ტყულით კვებავს ხალხს რადგან ეს არჩევნების დროს პირდაპირკავშირშია ყოველთვის ხალხის ხმებთან.
ბენზინზე ფასის დაკლების თემა არის ბლეფი და წინასაარჩევნო მაიმუნობა. სხვა მაგას არაფერი ქვია ..
ახლანდელ და წინა მთავრობებს რაც შეეხება ზუსტად ის მთავრობა გვყავდა და გვყავს რასაც ვიმსახურებთ და დაჟე უფრო უარესის ღირსებიც ვართ თავს რო ასე ვიტყუებთ და ვატყუებინებთ ყოველთვის...
იმედია თქვენც ცოტა უფრო გლობალურად შეხედავთ ამ პრობლემას
This post has been edited by system32 on 25 May 2014, 13:29