მოდერატორებს მივმართავ რო ამ თემაში პირველ გვერდზე ჩაამატოთ ეს ინფორმაცია
მართვის მოწმობა"ესე გამოიყურება საგამოცდო მოედანი.

1) ჰაერების აღება არ უნდა, ჩაჯდები, რემენეს გაიკეთებ, დაქოქავ, რუჩნოის დაუწევ, სიჩქარეში ჩააგდებ და დაიძვრები. ეცადე რო ისე მოუხვიო აღმართთან რო პირდაპირ მიადგე აღმართს. (აღმართია, მერე ცოტა სწორდება და მერე ისევ დაღმართია) სანამ გასწორდება მანამდე რუჩნოის ამოწევ გააჩერებ, მერე უნდა დაძრა ოღონდ ისე რო მანქანა უკან 20 სმ-ზე მეტად არ უნდა დაგიგორდესო. ჯობია სიჩქარეში ჩააგდო, დაახლოებით 2-3 ათას აბაროტამდე აიყვანო და რუჩნოი დაუშვა და გაზით და ცეპლენიიით დაარეგულირო დაძვრა, მანქანა რო დაიჭიმიება რუჩნოი მაშინ დაუშვი.....
2) ზადნით შეყენების დროს! ადგილზევე დაკეცე რული, უკანა მხარეს ძაან დაატრიალებს, მერე საარკეებში ვიყურებოდი და ისე შევედი, ხან გავასწორე რული ხან ისევ ვუხვევდი. ადგილზევე რო დაკეცავ რულს მერე მანევრირების მეტი შანსი გაქ. უკან არ წახვიდე და ისე არ მოუხვიო. ვერ შეაყენებ. აი მანდ შესაყენებელი სადაცაა (ყავისფერ ნაწერს დააკვირდი) ბარდიურზე წინ არ უნდა იყოს შიტოკიო. ხო ეს მერე მითხრა რო ჩამოვედი მანქანიდა. რატო მაანმდე არ მითხარითქო, მაგას თქმა არ უნდა უნდა მიმხვდარიყავიო ეს იყო პასუხი.
3) პარალელური პარკირების დროს სანამ გამოხვალ მანამდე სარკეში უყურე რო უკანა საბურავი ბარდიურის კუთხეს გამოცდეს და მერე მოუხვიე (თორე ჩემსავით მოგივა შეეცდები გასწორებას რო ზედ არ გადაიარო და ვეღარც სწორად ვერ დააყენებ პარკირებისთვის) თორე გრძელი მანქანაა და უკანა საბურავით ბარდიურს გადაუვლი და გაზონზე გადახვალ.
პარალელური პარკირებისთვის დაყნეებული აქვთ ბარდიურის აქეთ რკინის ბალკა, იმ ბალკასთან როგორც გინდა ისე მიდი ახლოს მაგრამ იმიდან 50სმ-ზე მეტად არ უნდა იყოს მანქანა დაშორებული. გარდა ამისა უკან ყვითელი ხაზია და საბურავი მაგას არ უნდა გადასცდეს თორე ჩაჭრილი ხარო. ბორტი შეიძლება რო გადაცდეს.
პ.ს იმედია გასაგებად ავხსენი. იგივეები უნდა გააკეთოთო D და E კატეგორიაზეცო. ეგეც ვკითხე."