ჩვენი მოთხოვნაა საწვავის გაიაფება და არ უნდა გადავუხვიოთ მოთხოვნებს.
რუსთავი 2-თან რა გინდათ, მოდის ის ხალხი და იღებს.
კავკასიის დედა ვატირე, რო დავურეკეთ და ფეხზე რო დაგვიკიდეს არ გახსოვთ?
მოკლედ ხვალ 14:00 საათზე კუს ტბის ასახვევთან ვიკრიბებით და აქციის ბოლოს მივადგეთ ვისოლის ოფისს.
* * *
"ჩემი ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ბენზინის იმპორტი საერთაშორისო ფასების "P"PLATT"S EUROPEAN MARKETSCAN"-"FOB MED (ITALY)"-ის მიხედვით ხორციელდება და ყოველდღიურად იცვლება. რეგულარის ტიპის ბენზინის ფასები ბოლო 1 თვის განმავლობაში ტონაზე (680 X 1.73) დაახლოებით 1176 ლარს შეადგენს. აქვე უნდა დავაზუსტო, რომ ამ თანხის გადახდა, მწარმოებელთან ქარხანაში ხდება. ამას ემატება აქციზის ფიქსირებული გადასახადი - ტონაზე 250 ლარი, რომლის გადახდაც განბაჟების დროს ხდება. საწვავის განბაჟებისას საჭიროა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდაც, რომელიც ამ შემთხვევაში ტონაზე დაახლოებით 260 ლარს შეადგენს. შემდგომ ხდება ტრანსპორტირება, მწარმოებლიდან უშუალოდ კომპანიის კუთვნილ ბაზამდე და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა დანახარჯები, რომელიც ტონაზე მინიმუმ 60 ლარს შეადგენს. ჯამში ყველაფერი 1746 ლარი გამოდის. 1 ტონა ბენზინში ხომ საშუალოდ 1300 ლიტრია, ესეიგი 1 ლიტრი დასაწყობებული ბენზინის ფასი 1.35 ლარი ჯდება. ამ თანხას ემატება საბითუმო და საცალო დანამატები. რეალურად რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავი ქსელში 1.60-1.75 ლარის ფარგლებში იყიდება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ფასთა სხვაობა, რომელიც ამ შემთხვევაში შეადგენს 20-35 თეთრს, დამატებით იბეგრება სახელმწიფო გადასახადებით, დღგ-ს 18%-ით, მოგების გადასახადი 15%-ით. ნუ დაგვავიწყდება, რომ კომპანიებს სხვადასხვა სახის ხარჯებიც აქვთ. მაგალითად, საბანკო კრედიტის პროცენტი (რომელიც თითქმის ორჯერაა გაზრდილი ბოლო პერიოდში და რომლითაც ფაქტიურად ყველა კომპანია სარგებლობს), ინფრასტრუქტურის შენახვა, თანამშრომლების ხელფასები, სხვა მსხვილმანი თუ წვრილმანი ხარჯები. თითოეული კომპანია ყოველწლიურად მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, რომელიც ძირითადში ახალი ფეშენებელური ევრო სტანდარტის გასამართი სადგურების აშენებას, ნავთობბაზებისა, ნავთობტერმინალების შექმნას და სოციალური პროგრამების განხორციელებას ხმარდება. მაგალითისათვის, 2009 წელს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" - 25 მლნ ლარი და ა.შ. რეალურად კომპანიის, გასამართი სადგურების დანახარჯების დათვლა ზედაპირულად რთულია, რადგან თითოეული მათგანის შემთხვევაში საჭიროა ვიცოდეთ მათ მიერ გაწეული დანახრაჯები და ინვესტიციები. დანამდვილებით ვამბობ, რომ კომპანიების სუფთა მოგება (რომელიც მოიცავს საკუთრივ ნავთობპროდუქტების იმპორტს და საცალო რეალიზაციას) ლიტრზე 10-15 თეთრს არ აღემატება", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საწვავის ასეთ ფასები განპირობებულია, როგორც სუბიექტური ასევე ობიექტური მიზეზებით. თუმცა აღნიშნავს, რომ ციფრებს, რომელსაც აქციის მონაწილეები ასახელებენ, ობიექტურ რეალობას არ ასახავს.
"ჩემი გაანგარიშებით შემოტანილი ბენზინის ფასი 1.30-1.35 ლარია. ბუნებრივია ბიზნესმენები წაგებაზე ვერ იმუშავებს, რატომ გვავიწყდება, რომ დასაწყობებული პროდუქცია ორ ფაზას გადის, ბითუმს და საცალო რეალიზაციას. კამათი შეიძლება იყოს 10 თეთრის ფარგლებში და არა 50 თეთრამდე. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა საქართველოში ნავთობპროდუქტებზე წარმოდგენილი ფასები, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ამ ფასის გადახდა. არამგონია კომპანიები დაინტერესებულნი იყვნენ პროდუქციაზე მაღალი ფასების დადებით. მაღალი ფასები ხომ პროდუქციის რეალიზაცის შემცირებას იწვევს, შესაბამისად მათი შემოსავალი მცირდება. თუმცა, მე ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ რაიმე ტიპის სუბიექტური ფაქტორები მოქმედებდეს. ასევე მესმის პოლიტიკოსების, ეს მწვავე სოციალური თემაა და მასზე საუბარი რა თქმა უნდა, მომგებიანია. პირველად ფარმაცევტულ კომპანიებზე გაილაშქრეს, ახლა ნავთობპროდუქტებზე გადავიდნენ. ჩემი აზრით ეს ყველაფერი არაჯანსაღი კონკუენტული გარემოს პრობლემაა, რაზეც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. არ ვთვლი, რომ ამ ბაზარზე მონოპოლიაა. ყველა მძღოლმა იცის, რომ შედარებით ნაკლებად ცნობილი ბრენდები, საწვავს უფრო იაფად ყიდიან. ასე, რომ მომხმარებელს შეუძლია არჩევანი თავად გააკეთოს. ის, რომ შესაძლოა საწვავის ფასი კვალვ გაიზარდოს ეს სერიოზული პრობლემაა. ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური. ხელისუფლების მოვალეობაა აღადგინოს ეს სამსახურიი და გარკვეული ეჭვები გააქროს. ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შეუძლია ობიექტური ფასების შექმნა. მძღოლებმა უნდა იცოდნენ პროტესტის ადრესატი, არა კონკრეტული კომპანიები, არამედ სახელმწიფო პოლიტიკაა", - მიაჩნია გია ხუხაშვილს.
ამათ შიგ ხომ არ აქვთ?წყარო:
http://www.ncib.ge/geo/index.php?subaction...cat=&page=home3