ვიდეო მასალა :
http://media.interpressnews.ge/main.php?g2_itemId=2371საწვავის გაიაფების მოთხოვნით ავტომოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს
საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით, ავტომოყვარულებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით “პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს”.
ავტომოყვარულები კუს ტბის ასახვევთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც რამდენიმე ათეული ავტომობილით თბილისის ცენტრალურ უბნებში მსვლელობა დაიწყეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოში საწვავზე ფასები მკვეთრად აღემატება მსოფლიოში არსებულ ფასებს, რაც ქართველ მძღოლებს საკმაოდ დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული ნავთობის ფასის გათვალისწინებით, საქართველოში საწვავის ფასი 1,5 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ავტომოყვარულებმა საწვავის ფასების შემცირების მოთხოვნით დღეს რიგით მეხუთე საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანოები მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ და საწვავის ფასს არ შეამცირებენ, საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1 This post has been edited by Woodrow on 6 Mar 2010, 16:51