მეც სიამოვნებით ვიყოლიებდი სახლს ბორბლებზე, მაგრამ აი ასეთს: მერსედეს უნიმოგის ბაზაზე. სუპერ გამავლობით.
აი, დავუშვათ იყიდე ნაკვეთი ქალაქგარეთ და ჩადგი კოტეჯი. სულ იმის შიშში უნდა იყო,რომ გაგიძარცვავენ დამშეული სოფლელები ან უბრალოდ რამეს გააფუჭებენ. ასე კი არაფერს არ აშენებ,მხოლოდ ღობეს შემოავლებ და წყალსა და დენს მიიყვან. როცა გინდა, დაქოქავ შენს მოძრავ კოტეჯს და წახვალ სადაც გინდა.
შენს მეზობლებს ქეიფი აქვთ და არ გაძინებენ? გახვალ სადმე წყნარ ადგილას შენი კემპერით და მშვიდად გამოიძინებ.
მიმაგრებული სურათი