აუF.. რამდენი ისტორია მაქვს ამაზე ))
მაგისტრალზე უკანა საბურავი გამისკდა სადღაც ნატახტართან (დაღმართზე რომ ჩამოდიხარ) და ძლივს დავიჭირე მანქანა... აქეთ-იქით იქნევდა ტრაკს... თან ძალიან დიდი სიჩქარე მქონდა.
როცა გავჩერდი, საბურავი საერთოდ აღარ იყო - დანახშირდა და დისკებმა რეზინა ისე გაჭრა, რომ მარტო ბორტებიღა იყო დარჩენილი საბურავიდან, შუა ნაწილი აღარ ქონდა

მერე იქ ვიდექით კაი ხანი, გვიანი ღამე იყო და ვერავინ გავაჩერეთ... ბოლოს იქ რაღაც გაზის ზაპრავკაა და იქ იდგა მერსედესი, მივედით, მოვხსენით საბურავი, დავაყენეთ ,ჩავედით თბილისში, ვულკანიზაცია ვიპოვეთ რაღაც, ვიყიდე საბურავი, ჩავედით უკან ნატახტარში, დავუყენეთ იმ მერსედესს თავისი საბურავი და წამოვედით

კიდევ აეროპორტის ტრასაზეც გამისკდა საბურავი, აბგონის დროს

იქაც მაგარი გადარჩენილი ვარ...
ხო ეს ვაბშე მაგარი
გორში მოვყევი დაბომბვაში აგვისტოში, ომის დროს

ცოლი (მაშინ ჯერ კიდე საცოლე) იყო ბათუმში, ეს ამბები რომ დაიწყო და იასნია გავვარდით აქედან ჩამოსაყვანად... თან ძმაკაცის ფეხმძიმე მეუღლე მიგვყავდა ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში... ჰოდა გორში რომ გავიარეთ, ზემოდან უცებ გაიჩითა თვითმფრინავები და ისეთ ბამბიოჟკაში აღმოვჩნდით, ეგრევე რემბოს ფილმები გამახსენდა

მერე ვითომ რაღაც მთას შევეფარე (გზის მარჯვენა მხარეს იყო ამაღლებული მთასავით) და აღმოჩნდა რომ იმ მთიდან ჩვენები ესროდნენ იმ თვითმფრინავებს და ზუსტად ცხელ წერტილში ვიდექი )))) ჰოდა მივადგი გაზს და არ გავჩერებულვარ ჭიათურამდე (აუ იქ რა მაგარი გზა ყოფილა, პირველად ვიყავი მაგ გზაზე.. მთებში გადის, ჭიათურისკენ, თან კაი გზაა და თან ბუნება

)
მერე უკან რომ მოვდიოდი,
რიკოთზე გამოვიპარე, აღარ უშვებდნენ აქეთ მანქანებს მაგრამ იქ დასარჩენი არ მქონდა და...
ზუსტად იმ დღეს გამოვიარე გორში, მიშას ესკორტი რომ იყო, და რო გამორბოდნენ

გადმომასწრეს დაჟე ))) მაგ დღეს დაიკეტა გორიც, რუსები რო შევიდნენ.. რამოდენიმე საათით გამოვასწარი.
აუ კიდე რამდენია გასახსენებელი......
ისე გადარჩენა რამდენად ქვია არ ვიცი
ვარკეთილიდან მოვდიოდი და ვიღაც პოლიციელი ამეკიდა... "მოგონკავებოდა" რა... ჩვეულებრივ მანქანაში იჯდა მაგრამ ფორმა ეცვა... ჰოდა აეროპორტის ტრასაზე ამ ჩემთან ჭიდილში აილეწა

გზის ერთ-ერთ გამყოფზე შევარდა )))
ჰოდა 2-3 დღე მანდრაჟში დავდიოდი, მეთქი ჩემი ნომერი თუ დაიმახსოვრა ახლა, გამწარებული მე მომადგება'თქო )))
ყველაზე მაგარი გადარჩენა კი აი ეს იყო:
სამსახურიდან დაღლილი, ჩაფიქრებული, მისავათებული მოვდივარ და კაროჩე, ავლაბარში, აღმართს ავცდი თუ არა ვიღაც ქალს გავუსვი რა უკანა კრილოზე, შიტოკით...
ჰოდა დაპანიკდა ეს ქალი, 3 წელიაო დავდივარო და არაფერი მომსვლიაო, ჩემი ბრალი არააო, ესაო ისაო.. მეთქი ქალბატონო, ჩემი ბრალია და კიდევაც გაგიკეთებ'თქო, გაწელე-გამოწელე 50 ლარის ბაზარი იყო რა...
არაო, მოიცა, ვაჟას უნდა დავურეკოო...
მეთქი დარეკე ))
ჰოდა დარეკა და მოვა ეხლავეო.
ველოდებით რა ახლა ვდგავართ და უცებ იჩითება 2 hilux პოლიციის და გადმოდის ერთი 20 კაცი

თან რა სახეებით )))))
იქ რო სერიოზულად დამერტყა მე იმ მანქანისთვის, კაროჩე დღეს აქ ვერ დავპოსტავდი მე

ნუ რო შეხედეს არაფერი არ იყო, მერე სიცილ-კისკისი მიდიოდა და ჩამიბრატდნენ იქვე დაჟე... მაგრამ ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ პროსტა გავუსვი და რამე არ შევუჭეჭყე ))))
P.s. აუ სათაურში დარჩენილა ყოფილა და მე გადარჩენილა წავიკითხე და რამდენი ვწერე ))))))))))))))))))))))
This post has been edited by Renix on 4 Mar 2010, 11:41