chanchurმე თქვენობით გესაუბრებით-თქვენ გადახვედით ,,შენობით'' საუბარზე, მითუმეტეს თუ ფედერაციის ოფიციალური პირი ბრძანდებით(მე ასე მითხრეს ფორუმზე).
მეორე:
მე არ მითქვამს, რომ ეს სესფ-ის კოდექსია, მე ვთქვი, რომ სსფ-ს ეს კოდექსი(საიდანაც ციტატა მოვიტანე) დაედო საფუძვლად-მეთქი სესფ-ის კოდექსს.
თუ ეს ასე არ არის, რატომ გავს სსფ-ს და სესფ-ის სპორტული კოდექსები ერთმანეთს?
რატომ არ დევს ფედერაციის ოფიციალურ საიტზე სპორტული კოდექსი?
როგორ გავხდე ფედერაციის წევრი, თუ არ ვიცი სესფ-ის წევრის უფლება-მოვალეობები?
ამას ხომ წესდება არეგულირებს?
ძალიან გთხოვთ არ მითხრათ -მობრძანდით და ბეჭედდარტყმულს მოგართმევთო-არასოლიდურია.
ცნობისათვის:
FIA-ს სპორტულ კოდექსში ძალიან მკაცრად არის რეგლამენტირებული დაჯილდოების ცერემონია. სესფ-ის ამჯჟამდ მოქმედ სპორტულ კოდექსში არაფერი წერია, რაც ჩემის აზრით ნონნსენსია(იურიდიული შეუსაბამობაა)ა მოითხოვს FIA-ს სპორტულ კოდექსში შესაბამისობაში მოყვანას.
როცა მე-რიგითი გულშემატკივარი რაღაცას მიგითითებთ-ბრძოლა მე კი არ უნდა გამომიცხადოთ, არამედ-პრობლემას. პრობლემა კი უკვე მოგახსენეთ რაც არის.
ფედერაცია არის ღია ტიპის არასამთავრობო ორგანიზაცია და წესდება უნდა იყოს საჯარო(მინიმუმ ვებ-გვერდზე მაინც უნდა იდოს).
და კიდევ ერთხელ გთხოვთ, როგორც ფედერაციის ოფიციალურმა პირმა დაიცავით ეტიკეტი, ნუ გაბრაზდებით და თქვენობით ესაუბრეთ ფორუმზე შემოსულ რიგით გულშემატკივარს.
გარდა სპორტული კოდექსისა სასურველია(აუცილებელიცაა) ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ,,სპორტის შესახებ'' კანონის გარდა იდოს ფედერაციის წესდებაც, სადაც(რამდენადაც ინფორმირებული ვარ) პრეამბულაში(შესავალ ნაწილში) წერია, რომ ფედერაცია მოქმედებს გარდა ,,სპორტის შესახებ'' კანონისა-~FIა-ს სპორტული კოდექსის შესაბამისადაც. ამიტომ, ფედერაციის ყველა სამოქმედო დოკუმენტი უნდა იყოს საჯარო(ვებ-გვერდი ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გზაა საჯაროობისათვის).
საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ თქვენს ვებ-გვერდზე დოკუმენტების ჩამონათვალში არის ლიცენზიის მიღებისათვის საჭირო განაცხადის ტიპიური ფორმა, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის პრედენდენტი ვალდებულებას იღებს FIA-ს და სესფ-ის სპორტული კოდექსის დაცვაზე. თუ შეიძლება მითხარით სად გაეცნოს მომავალი მრბოლი ამ კოდექსს?
ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა კინაღამ:
სპორტული ავტომობილის სპორტულ პაკეტს ისევ FIA-ს სპორტული კოდექსის დამატება(APPENDICE)-,,J''-ს მიხედვით ითხოვთ?
ველი თქვენს კომპეტენტურ პასუხს.
თემას აშკარად ვაოფებთ და გთავაზობთ გავხსნათ ახალი თემა
ავტოსპორტის მარეგლამენტირებელი დოკუმენტები This post has been edited by mdogvi on 10 Mar 2010, 13:09