გადარჩენის შანსი ბევრად განსხვავებულია ორი მანქანის შეჯახებისას და მანქანის და კედლის შეჯახებისას.
მანქანების შემთხვევაში დამოკიდებულია წონაზე და სიჩქარეზე! ორივეზე
თუ
m1*v1 = m2*v2
სადაც m1 და v1 პირველი მანქანის წონა და სიჩქარეა და m2 და v2 მეორე მანქანის
მაშინ ორივე მანქანა ერთ ადგილზე გაშეშდება შეჯახებისას.
შესაბამისად თუ პირველი მანქანა მოძრაობს 200-ით და არის 2 ტონა და მეორე მანქანა მოძრაობს 40-ით და არის 10 ტონა, ვღებულობთ:
200*2 = 40 * 10
შესაბამისად ეს ორი მანქანა გაჩერდება შეჯახების წერტილში და რა თქმა უნდა 40-ით მომავალს უფრო დიდი გადარჩენის შანსი აქვს.
თუ ორი მანქანა მოძრაობს ერთი და იგივე სიჩქარით მაგრამ სხვა და სხვა წონა აქვთ (მაგალითად 2 ტონა ვერსუს 10 ტონა) მაშინ უფრო მძიმე მანქანას მეტი კინეტიკური ენერგია ექნება და შესაბამისად მსუბუქს უკან გაისვრის - და შესაბამისად თვითონ უფრო "რბილად" შეანელებს სვლას 0-მდე. გადარჩენის შანსიც მეტია მძიმე მანქანაში ამის გამო.
თეორიულად არსებობს ესეთი შანსი რომ
პირველი მანქანა იყოს მსუბუქი მაგრამ მოძრაობდეს დიდი სიჩქარით
მეორე მანქანა იყოს შედარებით მძიმე მაგრამ მოძრაობდეს დაბალი სიჩქარით
და პირველის ნამრავლი წონა*სიჩქარე იყოს მეტი - ამ შემთხვევაში პირველი უფრო მსუბუქი მანქანა გაათრევს მეორეს კინეტიკური ენერგიის სიდიდის გამო.
აი შენელების სირბილეზე რა მოგახსენოთ არ ვიცი - იმიტომ რომ პირველ მანქანას სიჩქარის სიდიდის გამო მოუწევს უფრო კონტრასტული სიჩქარის გამოცვლა - ანუ უფრო სწრაფად მოხდება მისი გაჩერება და შენელება არ იქნება რბილი.
ანუ რომ შევაჯამოთ - მძიმე მანქანაში მყოფ ხალხს უფრო მეტი შანსი აქვს გადარჩენის.
და ბოლოს - კედელს რომ ვეჯახებით - ეგ იგივეა რო სუპერ-მძიმე მანქანას დაეჯახო - რომელის არასდროს არ იძვრის უკან და გაშეშებულია ერთ ადგილზე - ანუ კედელში მჯდომი ადამიანი უფრო გადარჩება
ეგ თეორიულად და პრაქტიკულად კი მანქანების კონსტრუქციაზეა ბევრი და აირბაგების რაოდენობაზე ....
და მფარველ ანგელოზზე..
This post has been edited by Kirchi on 7 Mar 2010, 09:25