ABS ეფექტურია მოხვევის დროს დამუხრუჭებისას, ან დამუხრუჭების დროს მანევრის გასაკეთებლად, იმისთვის რომ მანქანაზე კონტროლი არ დაკარგო
ასევე ეფექტურია ABS მყარ სწორ ზედაპირზე დამუხრუჭებისას, რადგან ABS-ის კონტროლერს შეუძლია მილიწამებში მოახდინოს რეაგირება საბურავის დაბლოკვაზე და შეამციროს მუხრუჭის ძალა, რაც საშუალებას მისცემს საბურავს აღადგინოს მოჭიდება და დამუხრუჭებაც უფრო ეფექტური იყო

მაგ დროს სამუხრუჭე მანძილი როგორც წესი უფრო ნაკლებია ვიდრე ABS-ის გარეშე დამუხრუჭებისას

მაგრამ ABS ნაკლებად ეფექტურია არამყარ ზედაპირზე (ბუგაროკებიანი გზა ცალკე ფენომენია), მაგალითად ხრეშზე, თოვლზე, მიწაზე, ასეთ ზედაპირზე დამუხრუჭებისას ABS-ის კონტროლერი წამში უამრავჯერ აფიქსირებს ყველა ბორბალის დაბლოკვას მიმდევრობით, შესაბამისად ცდილობს რომ რეაგირება მოახდინოს და პრაქტიკულად თითქმის სულ შემცირებული მუხრუჭის ძალით ხდება გაჩერება, რაც იწვევს სამუხრუჭე მანძილის მკვეთად გაზრდას

იგივე მიზეზით ასეთ ზედაპირებზე ხშირ შემთხვევაში არც კარგ მანევრირებას არ უზრუნველყოფს ABS, რადგან საბურავების მოჭიდება ძალიან არასტაბილურია და რეაქცია ძალიან დაგვიანებული
მაგ დროს სჯობია ABS გამორთო, დაბლოკილი ბორბლები ფხვიერ ზედაპირს დატკეპნის და უფრო ადვილად გაჩერდება, თუმცა მანევრირება გაუარესდება და რულის ტრიალიც დაგჭირდება რომ მეტნაკლებად სწორად გააჩერო მანქანა

ABS ყველაზე საჭირო არის როცა ამუხრუჭებ ისეთ ზედაპირზე სადაც მანქანის ცალი მხარე სველზე დგას (ან ყინულზე) და ცალი მხარე მშრალზე, ეგეთ დროს ABS-ის გარეშე ვერანაირად ვერ გააჩერებ უსაფრთხოდ, ოდნავ მუხრუჭიც შემოგატრიალებს

(მე მომივიდა მსგავსი რამე 20კმ/სთ-ით სიარულის დროს უეცრად მომიწია დამუხრუჭება და 90 გრადუსით მომატრიალა)
This post has been edited by PAINKILLER on 27 May 2010, 02:59