რა ცილინდრები აქვს გადანაწილებული?

მართლა ღადაობა თემააა
წინა გვერდებზე დავწერე ზუსტად რომელი ფორესტერი რამდენს წვავს და რა ბენზინს მოითხოვს, ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია გადაამოწმოს როგორც უნდა და სადაც უნდა

და თუ 4X4-ზე სისტემაზე წავა ლაპარაკი, ფორესტერს აქვს ორნაირი AWD, ერთი როცა 90/10 არის განაწილება (ანუ წინ 90 % და უკან 10%) და მეორე არის როცა 45/55 არის განაწილება

მეორე შემთხვევაში ცოტა მეტს წვავს, სადღაც 1 ლიტრით
სხვა დანარჩენი ზუსტად ისეა როგორც დავწერე:
1. იაპონურ 2.0 ატმოსფერულ ფორესტერს აქვს 137 ცხენი, მუშაობს რეგულარზე, წვავს ქალაქში 9-10 ლიტრს, ტრასაზე 7-8-ს (გააჩნია კარობკას, მექანიკაა თუ ავტომატი)
2. იაპონურ 2.5 ატმოსფერულ ფორესტერს აქვს 167 ცხენი, მუშაობს პრემიუმზე, წვავს ქალაქში 12-13 ლიტრს, ტრასაზე 8-9 ლიტრს (ყველა ავტომატია)
3. იაპონურ 2.0 ტურბოს აქვს 240 ცხენი, მუსაობს სუპერზე (პრემიუმიც მიდის გაჭირვების დროს), წვავს ქალაქში 14-16 ლიტრს, ტრასაზე 8-10 ლიტრს (გააჩნია კარობკას, მექანიკაა თუ ავტომატი)
4. ევროპულ 2.0 უტურბინოს აქვს 125 ცხენი, სავარაუდოდ იგივე პონტში წვავს როგორც იაპონური...
5. ევროპული 2.0 ტურბოს აქვს 170 ცხენი, მუშაობს პრემიუმზე, წვავს ქალაქში 12-13 ლიტრს (სავარაუდოდ, შემისწოროს ვისაც ეს მანქანა ჰყავს), ტრასაზე იგივე 8-10 ლიტრს...
6. ამერიკული 2.5 ატმოსფერულს აქვს 167 ცხენი, მუშაობს პრემიუმზე (რეგულარიც მიდის გაჭირვების ჟამს), წვავს დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც იაპონური 2.5 ატმო მაგრამ იაპოშკა უფრო სწრაფია
ეს ყველაფერი ნათქვამია 2000-2001 წლის მოდელებზე