ჩემთან გამარტივებული პირობებით და დაბალი ტარიფით სარგებლობ, თორემ ავტოგანვადება ნებისმიერ ბანკში კეთდება ასე თუ ისე.
მოდი განვიხლოთ ჩვენ გარეშე როგორ გააკეთებ:
გამყიდველთან ერთად მიდიხარ ბანკში, ავსებ განაცხადს.
მანქანა მიგყავთ შემფასებელთან რიყეზე, მანქანა ფასდება როგორც წესი უფრო ნაკლებ ფასად ვიდრე გამყიდველს უნდა რომ მიიღოს.
შესაბამისად შენ კრედიტს ნაკლებ თანხაზე მოგცემენ და ქეშის დამატება დაგჭირდება.
შეფასების დასკვნა კეთდება მეორე დღეს, იმავე დღეს თუ დილით ადრე მოასწარი განაცხადიც და შემფასებელთან ვიზიტიც.
სესხი თუ დამტკიცდა უნდა მოიტანო ცნობები, აიღო ყადაღის ცნობა და გადაიფორმო.
ამის შემდეგ მანქანა უნდა დაყადაღდეს ბანკის სასარგებლოდ.
შემდეგ ავტომობილი უნდა წაიყვანო სადაზღვევო კომპანიაში, სადაც ასევე შეაფასებენ და დააზღვევენ.
სადაზღვევო კომპანია გამოგატანს შეტყობინებას ბანკში, რის შემდეგ მანქანა შენია.
მშვიდობაში
ახლა ჩვენთან:
მყიდველი და გამყიდველი ერთად მოდიან ოფისში
მყიდველს 15 წუთში მოსდის განვადებაზე პასუხი
იმავე დღეს მანქანას ვუფორმებთ ახალ პატრონს
ბანკი იმავე დღეს აზღვევს და აყადაღებს მანქანას ჩვენსავე ოფისში.
მანქანას იმავე დღეს ვატანთ ახალ პატრონს, გამყიდველსაც იმავე დღეს ვუხდით თანხას.