badri_bmwმოკლედ თავიდან არის გარაჟში შეყენება. რო გააგორებ მანქანას ეცადე წყვეტილ ხაზთან რაც შეიძლება ახლოს მიწიო მანქანა (გზის შუაში რა) და ისე ქენი რომ გარაჟს საკმაოდ ჩაცდე, მერე ზადნში რომ ჩააგდებ მარჯვენა უკანა ფანჯარას უყურე, პატარა სამკუთხედი შუშა როა იმაში როგორც კი დაინახავ პირველ ჯოხს მანქანა გააჩერე და რული დაკეცე ბოლომდე : ) , ნელ ნელა დაძარი და ახლა უკვე მარცხენა მხარეს იყურე სარკეში და მაგით აკონტროლე შენი მხარე მარტო, მეორე მხარე დაიკიდე გამოცდაზე. ცხვირს როგორც კი შეწევ გარაჟში გააჩერე და კითხე წავედით თქო : ))
მერე მიდიხარ ზიგზაგებზე მანამდე სტოპ ხაზთან აჩერებ და შედიხარ. მანდაც რული კარგად დაახვიე გაძვრომ გამოძვრომისას რო უკანა ბამპერი არ გამოსდო : ) მერე სტოპებია ისევ და მობრუნება და მერე მიდიხარ რვიანში ეგენი დიდი არაფერი გააკეთებ ალბათ.
აღმართზე სტოპზე რო გააჩერებ რუჩნოი ძაან მაგრად ამოწიე,, გადაამოწმე მერე ბოლომდე იყოს ამოწეული! წინაზე 2 კბილი დააკლდა და დამიგორდა მანქანა : (( ხოდა სიჩქარეში რო ჩააგდებ გაზი დააყენე 3 აბაროტზე და ცეპლენიას ნელ ნელა აუშვი ფეხი, მანქანა ცხვირს რო აწევს ოდნავ კიდე აუშვი ცეპლენიას და ჩაწიე რუჩნოი : ) არც დაგიგოდება არც დაბუქსავდება : ) სვეტაფორზე წითელი თუ იქნა გააჩერე, მერე ლიანდაგი შეგხვდება, ლიანდაგზე უნდა გადაიარო ნელა! და აუცილებლად გაიხედ გამოიხედო აქეთ-იქით (მე შარი რო არ მოედო ხმამაღლა ვუთხარი თან გავიხედოთ აქეთ გავიხედოთ იქით თქო

) და გადაივლი, ქვეთთა გადასასვლელია იქაც ნელა უნდა გაიარო.
და ბოლო ყველაზე იოლი პარკინგი

მოკლედ ესეთი სიტუაციაა. პარკირებას რო დაიწყებ უკანა პატარა შუშაში უნდა დაინახო 1 რო წერია ეგ ჯოხი გააჩერე მანქანა დაკეცე რული და მაცხენა სარკეში დაელოდე რო უკანა სამი ჯოხი დაინახო 2 რო წერია ეგენი. მერე როგორც კი დაინახავ მაგ ჯოხებს გააჩერე და გაასწორე რული და წყვეტილ ხაზამდე მიიყავნე მარცხენა უკანა პაკრიშკა 3 რო წერია მანდ და მერე გააჩერე კიდე და ახლა მეორე მხარეს დაკეცე რული და რომც არ გინდოდეს მაინც დაპარკინგდები : )))))) ვარიანტი არაა ეგრე რო გააკეთო და ვერ დააყენო მანქანა.
გაიაზრე რაც დავწერე და ჩააბარებ უეჭველი. რამე თუ ისე ავხსენი და ვერ გაიგე მკითხე და გეტყვი