ხოდა რა უბედურებაა ეს? ჯერ კიდევ წითელზე როგორც კი ყვითელი აინთება უკნიდან სიგნალის ატეხვა?

მწვანემდე თუ არ დაძარი იმენა შეგიკიკინებენ უკნიდან!
სურვილი მიჩნდება ბეისბოლის ბიტა მქონდეს, გადავუხტე და საქარე მინა თავზე დავაფშვნა ასეთ ქინძებს! თუ მწვანე აინთო და გამოშტერდა მძღოლი და არ ძრავს კიდე შეიძლება დაუსიგნალო შეხსენების მიზნით, მაგრამ ეს ყვითელზე სიგნალის ატეხვა რა უბედურებაა? 2 წამი რატო ვერ ითმენენ?
როგორც უცხოელები ამბობენ საქართველო ავტომობილების მოძრაობით და გაუთავებელი სიგნალებით ინდოეთს აგონებთ! ინდოეთი კი ტრანსპორტის მხრივ ყველაზე მოუწესრიგებელი ქვეყანაა!
მარტო ყვითელზე სიგნალი არ არის პრობლემა, იმდენ ქაჯობას აქვს ადგილი თბილისში ავტომობილით მოძრაობისას რომ ნერვები მოგეშლება ადამიანს! გუშინწინ სასწრაფო იდგა სირენა ჩართული სანაპიროზე და თან გაჰყვიროდა გამატარეთ მეჩქარებაო... კაციშვილმა არ დაუთმო გზა (საცობი არ იყო და მარჯვენა ზოლში გადასვლის საშულება ჰქონდათ)! თან რეანიმაცია იყო! კარგი ჯანდაბას არ გაქვს იმდენი კულტურა რომ გზა დაუთმო პატრულს (თუმცა პატრულს უფრო უთმობენ ჯარიმის შიშით...) შეგიძლია გზა არ დაუთმო ბანკის ინკასაციის მანქანას, მაგრამ იმათი არ მესმის ვინც სახანძროს და სასწრაფოს, განსაკუთრებით რეანიმაციას გზას არ უთმობენ! ყველა ღმერთმა დაიფაროს მაგრამ ნებისმიერს შეიძლება დაჭირდეს სასწრაფოს დახმარება ვინც გზას არ უთმობდა სასწრაფოს... და იმათთანაც შეიძლება დაიგვიანოს მსგავსი უკულტურო მძღოლების გამო!
მოკლედ ბომბეია რა!
This post has been edited by Jasper Morello on 1 Jun 2010, 14:36