ამონარიდი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონიდან
ჩ) სავალი ნაწილი – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის;
ძ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;
------------------------------
დასკვნა: ტროტუარი სავალი ნაწილი არ არის.
ამონარიდი იგივე კანონიდან;
2. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედისათვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.
21. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების დგომის/გაჩერების წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. (30.12.2008 N 957)
----
დასკვნა; კანონმა ამ წესების განსაზღვრის დელეგირება გაუკეთა საკრებულოს, მაგრამ ეს წესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს.
საკრებულომ კი დაადგინა:
6. პარკირების მიზნებისათვის საგზაო ნიშნები ”დგომა აკრძალულია”, ”გაჩერება აკრძალულია” და შესაბამისი საგზაო მონიშვნა მოიცავს ტროტუარზე პარკირების აკრძალვასაც.
ისევ კანონიდან ამონარიდი:
3. ამკრძალავი ნიშნები
ამკრძალავი ნიშანი ზღუდავს მოძრაობას ან აუქმებს შეზღუდვებს.
ამკრძალავ ნიშნებს შორის არის 3.27 "გაჩერება აკრძალულია", გამომდინარე, იქიდან, რომ განმარტებით ეს ნიშანი ზღუდავს მოძრაობას, ხოლო მოძრაობა დაიშვება მხოლოდ სავალ ნაწილზე, ის ვერ გავრცელდება ტროტუარზე, რადგან მოძრაობა მასზე არ დაიშვება.
----
საბოლოო დასკვნა
საკრებულოს ზემოაღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება კანონს და ბათილია. თუმცა ამის დამტკიცებისთვის საჭიროა კარგი ადვოკატი, ხანგძლივი სასამართლო პროცესი, და აშ.
და ბოლო არგუმენტი, რომ მერიის ნორმა ბათილია არის ვენის 1968 წლის კონვენცია, რომელსაც შეერთებული ვართ და რომელსაც კანონზე მეტი ძალა აქვს, აქ წერია:
6.2. All signs shall apply to the drivers from whom they are intended over the whole width of the carriageway open to traffic.
ანუ ყველა ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალ ნაწილზე და არა სავალი ნაწილის გარეთ.
____
მერიის ნორმის მიღების მოტივი:
მერიის ნორმა გამიზნულია იმისკენ, რომ ქალაქმა/სითი პარკმა მეტი ფული აკეთოს. რადგან სხვა ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ კრძალავ მანქანის გაჩერებას ტროტუარზე, თუ ის არ უშლის ქვეითებს მოძრაობაში, ასევე ვერ შექმნის საცობს. ისე გასათვალისწინებელია, რომ ეგ დოკუმენტი მიღებულია საათობრივი მოსაკრებლის ამოქმედებისას(25 ლარიანი მოსაკრებლის შემოღებამდე) და ახლა აშკარად აქტუალობა დაკარგული აქვს. ასე რომ კარგი იქნება რომ გაუქმდება,
სხვა არანაკლები და , ჩემი აზრით, უფრო დიდი პრობლემაა, როცა მანქანები მთლიანად კეტავენ ტროტუარს და ამ დროს დაჯარიმებული მე ნაკლებად გამიგია. ამ კუთხით უნდა გააქტიურდეს მთავრობა, რაც პრობლემაა, რადგან სითი პარკს ეს შემთხვევა არ აიტერესებს, ისევე როგორც ქვეით და არაქვეით პატრულს

თუმცა ეს არ შეეხება თემაში აღწერილ შემთხვევას.