ფოტოები არ მაქვს ჯერ, მაგრამ მოკლე მიმოხილვას დავდებ:
შეჯიბრმა ნორმალურად ჩაიარა, 8 მონაწილე იყო. დაახლოებით კიდევ 5-მა მონაწილემ ტრასის გაცნობის მერე უარი განაცხადა მონაწილეობაზე ან ტლაპოს სიღრმე არ მოეწონათ ან დაღმართების გრადუსი.
ვარჯიშზე ბევრი იყო გადატრიალება, სამწუხაროდ ჩემმა მეგობარმა ხელიც კი იღრძო, და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო. მერე შეეჩვიენ ტრასას. შეჯიბრის დაწყების შემდეგ ორი კვადროციკლი გაიჭედა გუბეში და ბუქსირის გარეშე ვერ შეძლეს ამოსვლა, შემდეგ მოიმატა გამოცდილებამ და ზუსტი ტრაქტორიის არჩევით თითქმის აღარვინ აღარ იჭედებოდა, მაგრამ ყველა ტალახში გემრიელად იყო ამოგვანგლული.
აშკარა იყო სწორ მონაკვეთებზე რაპტორების (ცალხიდიანების) უპირატესობა, ხოლო გრიზლები (ორხიდიანები) სჯობნიდნენ ბაგის სტილის კვადრიკებს (რინო, რზრ). 3 ადგილისთვის რზრ-მა წააგო გრიზლისთან,
1-2 ადგილებისთვის რაპტორებით საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა, მეორე ადგილზე გასულმა, მიუხედავად გამოცდილებისა და მაღალი სიჩქარისა, პირველ ჯერზე გუბიდან ამოსვლაზე დაკარგა დრო, მეორე რბოლაზე ქვებში გაიჭედა. ასე რომ თეზო ჯავახაძემ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
პირველი ჯერისთვის არაუშავდა, მაყურებელმაც საშინელ სიცხეს გაუძლო. მსაჯობისადმი პრეტენზიაც არავის არ ქონია. წამყვანიც მოეწონა ხალხს. მევლუდამ კარგად გაუკეთა ყველაფერს ორგანიზება. იმედია მომავალში მეტი კვადრიკის პატრონი გაბედავს შეჯიბრზე გამოსვლას
This post has been edited by Puch on 13 Jun 2010, 00:04