მომხიბვლელი ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი თბილისის ქუჩებში "ინფინიტის" ჯიპით დაქრის. რა დაუჯდა შორენას ოცნების ახდენა, ინტერვიუდან შეიტყობთ.
- მართვა მეუღლემ მასწავლა 7 წლის წინ, ხოლო როცა მართვის მოწმობა ავიღე, ავტომობილიც მაჩუქა - "ნისანის" კაბრიოლეტი, რომელიც რბოლებში გავანადგურე...
როგორც ვიცი, "ინფინიტი" შენი ოცნება იყო?
- რბოლისთვის მუდამ სპორტული და დაბალი ავტომობილები მომწონდა, მაგრამ რაც ეს მანქანა ვნახე, მას შემდეგ თეთრ "ინფინიტზე" ვოცნებობდი და როგორც ხედავთ, ავიხდინე, ოღონდ თეთრის ნაცვლად შავი შევიძინე.
- თეთრი ავტომობილის ყიდვა რატომ გადაიფიქრე?
- შავგვრემანი მამაკაცები მომწონს და იმიტომ (იცინის).
- რა ფასად შეიძინე ეს ავტომობილი?
- 20 ათასი დოლარი დამიჯდა და სამი წლის განმავლობაში უნდა ვიხადო ბანკის ვალი.
- შეგიძლია, მანქანა მეგობარს ათხოვო?
- არასოდეს. ჩემი მანქანის საჭესთან სხვას ვერ იხილავთ.
- მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ ქალი საჭესთან სახიფათოა?
- ქალს გააჩნია. ზოგი მამაკაცი ისე საშინლად მართავს ავტომობილს, თავი ძლივს შემიკავებია, რომ არ მიმეძახებინა, მართვა ისწავლე და ქუჩაში ისე გამოდი-მეთქი.
- მოძრაობის წესს ხშირად არღვევ?
- პატრული იშვიათად მაჩერებს და არა იმიტომ, რომ წესს ვარღვევ, - უბრალოდ, საბუთებს მიმოწმებენ და მიშვებენ.
- როგორია მათი რეაქცია, როცა გხედავენ?
- საჭესთან უმეტესად სათვალით ვზივარ, ამიტომ ჯერ კარგად მათვალიერებენ, ბოლოს კი ღიმილით მიშვებენ.
- რბოლა მიყვარსო, თქვი. ამ ავტომობილითაც?
- არა, ეს მანქანა "საგონკაოდ" მენანება.
- ხშირად რეცხავ?
- ვცდილობ. მრეცხავები ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფერის ყვავილს მიტოვებენ და ეს ძალიან სასიამოვნოა.
- შორენა, რას შეადარებ შენს მანქანას?
- ავტომობილს ჩემს პრინცს ვეძახი. მასში დაცულად ვგრძნობ თავს. როცა განმარტოება, სადმე გაქცევა გინდა, მანქანა საუკეთესო გამოსავალია. ავტომობილი ჩემი სახლია. სულ მიწყვია შიგნით ჩემი შვილის სათამაშო ბეჰემოთი, ფეხსაცმელი და ქურთუკი ან პიჯაკი.
- სხვა ავტომობილზე თუ ოცნებობ?
- ჯერჯერობით არა. მყავს მანქანა, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტად მომწონს. თუმცა ხვალ რა მეყოლება, კაცმა არ იცის. ისე, არ მიყვარს ღრუბლებში ფრენა. რაზეც ხელი მიმიწვდება, მხოლოდ იმაზე ვოცნებობ.

ამონაკვესი შორენა ბეგაშვილის ინტერვიუდან... წყარო საიდანო სად ნახეო და ეგეთ კითხვებს არ ვართ.... )))))
This post has been edited by titira on 30 Jun 2010, 15:23