Gabert1kოკ საინტერესო იყო ზალიან!
მართალი ხარ იმაში რომ მერსედესისტვის წარმატებული წლები არიყო მაინდამაინც 10-20 წლები მაგრამ 50 სელს მიაღწიაო ეგ უკვე არასწორია!!
აბა ეს გადაიკითხე თუარგეზარება

1932 წელი მაინდამაინც სახარბიელო არიყო გერმანული ავტოსპორტისთვის, ამას თან ერთვოდა ქვეყანაში უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი და მერსედეს ბენცის სპორტული განყოფილების დახურვა! მაგრამ იყო პერსპექტიული მომავალი 1934 წლის ახალი ფორმულის გახსნისთვის. ახალი წესებით გათვალისწინებული იყო ბოლიდის წონა არუნდა ყოფილიყო 750 კ/გ-ზე მეტი! საწვავის საბურავების და პილოტის გარეშე! სხვა მხრივ შეზღუდვა არიყო! ეს იყო მერსედესისტვის იდიალური შანსი კონკურენცია გაეწია მაშინდელი ბოლიდებისთვის! SSKL იყო წინა წლების წარმომადგენელი რომელიც წონის რეგლამენტსაც კი ვერაკმაყოფილებდა!
მერსედესმა გადაწყვიტა ახალი სარბოლო მოდელის შექმნა 1933 წელს, ეს გადაწყვეტილება ავტოსპორტში დაბრუნებული მენეჯერის ალფრედ ნეუბაუერის დამსახურებაა! ეს საკითხი ცოტახნით გადაიდო პოლიტიკური მდგომარეობის გამო ქვეყანაში. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური ნება ახალი ავტოდრომის მშენებლობისა და გადასახადების დაწევაც კი ავტომწარმოებლებისთვის! ამან გამოიწვია მაშინდელ 2 გიგანტს შორის დიდი კონკურენცია ესენი იყვენნ მერსედეს ბენცი და ავტო გაერთიანება (Mercedes-Benz and Auto Union) სამომავლოდ აუდი! ამ კონკურენციამ გამოიწვია ის რომ ეს ორი ბრენდი 1939 წლამდე (მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე) დომინანტები იყვნენ ევროპაში!
ნოუბაუერის ერთ ერთი პირველი პილოტი იყო რუდოლფ კარაჩიოლა, მეორე გუნდის მონაწილე იყო მანფრედ ფონ ბრაუხიჩი, ლუიჯი ფაგიოლი, ჰანეს გეიერი და ერნესტ ჰენნე! ნეუბაუერი 1933 წელს იყო გახარებული ახალი monoposto-ს პერსპექტივით. გერმანიის ნაკრების ფერი იყო თეთრი ფერი. მანქანის ფერის შეცვლა თეთრიდან ვერსხლისფერზე მოხდა 1934 წლის სეზონზე! არა დიზაინის ან უბრალო ფერის გამო არამედ პრაგმატული გადაწყევეტილების გამო!
ინჟინრების ჯგუფმა ჰენს ნიბელის მეთაურობით მცირე დროში შექმნეს წინძრავიანი monoposto რომელიც ძალიან კონსერვატიულად გამოიყურებოდა ავტო გაერთიანბის შუაძრავიან მანქანასთან შედარებით. Monoposto იყო ვიწროძარიანი, მექანიკური კომპრესორით აღჭურვილი 3,4 ლიტრიანი, ვესებრი 8 ცილინდრიანი ძრავით, გამოყოფილი საბურავებით და გადაცემატა კოლოფის უკანა განაწილებით რომელიც იყო გამარჯვების რეცეპტი!!!
შეკიდულობა ეკუთვნოდა მაქს ვაგნერს და ძრავი შექმნა ალბერტ ჰესსიმ და ოტო შილინგმა. გეორ შირერმა შექმნა კომპრესორი!
ძრავის გამოცდა Mercedes-Benz monoposto 1934 წლის თებერვალში მოხდა მონცაში,
320 ცხ/ძალა (235კვტ) შემდგომში მოხდა მისი გაძლიერება 354 ცხ/ძალა (260კვტ) ახალი ნაზავის გამოყენებით Esso. დარეგისტრირდა მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ.
მერსედესმა თავისი ახალი მოდელი W 25-სთვის შეარჩია ფერი, ვერცხლისფერი!
(ამასთან დაკავშირბით არსებობს ლეგენდა: შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვიით ადრე მერსედესმა წარმოადგინა ახალი მოდელი ნიუბურგრინგში. ახალი მოდელი ვერჩაეტია რეგლამენტში და 750 კილოგრამის ნაცვლად შეადინა 751 კილოგრამი. ამის გამო მანქანა გაწმინდეს თეთრი საღებავისგან და გახდა ვერცხლისფერი რადგან დამზადებული იყო ალუმინისგან!)
1934 წლია შეჯიბრი მანფრედ ფონ ბრაუხიჩმა Mercedes-Benz monoposto W 25-ით დაამტავრა გამარჯვებით და დააფიქსირა საშუალო სიჩქარე 122,5 კმ/სთ.
შემდეგი გამარჯვება დააფიქსირა W 25-ით რუდოლფ კარაჩიოლამ მონცაში.
1934 წლის მონაცემებით Mercedes-Benz-ის ტექნიკური მახასიათებლები ერთი თავით მაღლა იდგა სხვებთან შედარებით
თუმცა 1934 წელ იყო ძალიან დიდი კონკურენცია ავტო გაერთიანების მხრიდან, მაგრამ შტუდგარტულმა კომპანიამ უპასუხა 1935 წელს ახალი თაობის W 25-ით! ყველაძე ძლიერი ძრავით: 462 ცხ/ძალა (340 კვტ.) 5800 ბრ/წთ. 4310 კუბური სანტიმეტრი სამუშაო მოცულობა. ამ მონაცემებმა მერსედესს მისცა სრული ძალაუფლება 1935 წლის სეზონზე!
რუდოლფ კარაჩიოლამ ახალი W 25-ით მოიგო თითქმის ყველა მაშინდელი გრანპრი და გახდა ნომერ 1 პილოთი მაშინდელი დროით!!
1936 წლის W 25-მა განავითარა 449ცხ/ძალა (330 კვტ.) უფრო მოკლე ძარის ვერსიით მაგრამ ვერშეძლო ამსეზონის მოგება (გარდა 2 გრანპრისა)! ეს სეზონი ავტო გაერთიანებას ხვდა წილად!
1937 წელს დამზადდა ახალი მოდელი Mercedes-Benz monoposto W 125, ძრავი ისევ მექანუკური დაბერვის სისტემით იყო აღჭურვილი იგივე კომპრესორით და გამოიმუშავებდა 600 ცხენისძალას (441კვტ.) 5,6 ლიტრიანი მოცულობით.
ეს ძრავი შექმნა რუდოლფ უჰლენჰაუტმა და მუშაობის პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში: კომპრესორი დაყენდა კარბურატორის შემდეგ რაც იწვევდა უკვე გამზადებული ნაზავის შეფრქვევას წვის კამერაში!
ბევრი გამოცდების შემდეგ ნიურბურგრინგზე რუდოლფ უჰლენჰაუტმა აირჩია რევოლუციური გადაწყვეტილება Mercedes-Benz monoposto W 125-სთვის შეკიდულობასთან დაკავშირებით. ეს იყო სარისკო და გაბედული გადასყვეტილება და გულისხმობდა რეგულირებად შეკიდულობას! ასევე მაშინდელი მთლად არასწორი გზების დასაძლევად ახალი თობის ამორტიზატორებს რამაც გამოიწვია მანქანის სტაბილურობა მაღალ სიჩქარეზე და მაქსიმალური სიჩქარის გაზრდა! ასევე დიდი მნიშვნელობა ქონდა აეროდინამიულ ძარას და მანქანის კლირენსის დაწევას!
(ეს პრინციპი დრესაც გამოიყენება ავტოსპორტში)
1937 წელს გამარჯვება გამარჯვებაზე მოდიოდა! მან მოიგო თითქმის ყველა გარნპრი. აეროდინამიკულად ოპტიმიზირებულმა Mercedes-Benz monoposto W 125-მა დააფიქსირა მაქსიმალური სიჩქარე 271,7 კმ/სთ და ეს შედეგი არ გაუნჯობესებულა 1959 წლამდე!
მომავალ სეზონზე 1938 წელს მოხდა ცვლილებები რეგლამენტში! შეიზღუდა ძრავის მოცულობები და აგნისაზღვრა შემდეგნაირად: 3 ლიტრიანი კომპრესორით და 4.5 ლიტრიანი უკომპრესოროდ!
ეს იყო ”პირველი ეტაპის” დასასრული ავტოსპორტში რომელიც 1939 წლამდე მერსედესის გამარჯვებით დასრულდა! მან მოიგო 4 ოქროს მედალი და გადამწყვეტი როლი შეასრულა ავტოსპორტის და ინდუსტრიის განვიტარებაში!
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იწყება ეგრედწოდებული ”მეორე ეტაპი” ავტოსპორტში რომელიც ფორმულა სამლიტრიანის სახელითაა ცნობილი და დღემდე გრძელდება ცნობილ ბრენდთა ჭიდილი მცირე ცვლილებების ფონზე!
This post has been edited by Benco on 7 Jul 2010, 20:01