დღეს ვიყავი მარტყოფის ღვთაებაში.
თემა მქონდა გახსნილი, სადაც ფორუმელებს გეკითხებოდით გზა როგორიათქო. ყველას მადლობა გამოხმაურებისთვის (რატომღაც თემა ვეღარ ვნახე. ეტყობა მოდერაციამ გააქრო).
ეს წუთია დავბრუნდით იქიდან.
მოკლედ გზა კარგი არაა, მაგრამ ნორიოდან აღმართზე თავისუფლად ახვალთ გამართული სედანით. ვისაც სცეპლენიის პრობლემა არ აქვს და ხრეშიან აღმართზე მანქანის ბუქსაობის პერეპექტივა არ აშინებს, ნელ-ნელა, ძალიან დაბალი სიჩქარით უპრობლემოდ ახვალთ.
ვინც არ ხართ ნამყოფი, აუცილებლად მოინახულეთ ეს მონასტერი, არ ინანებთ, თბილისთან ახლოსაა და საკმაოდ ნასიამოვნები დარჩებით up.gif
იქიდან გამობრუნებულზე, დიღომში უნდა გაგვევლო და გადავწყვიტე თბილისის შემოვილითი გზით გლდანზე გასვლა და იქიდან დიღომში.
რუკაზე ვნახე რო მარტყოფიდან გაცილებით მოკლეა და ვიფიქრე ტრასით 15 წუთში იქ ვიქნებითქო ... აი ცხოვრებაში (როგორც მძღოლს) გზის არჩევის ვარინატში ეგრე არასდროს არ მიმქარავს ... facepalm.gif
ტრასა მეგონა (არადა ყველა ტრანზიტული ტრაილერი მაგ გზით დადის), თურმე ნუ იტყვი, სამარცხვინო, რა ტრასა რის გზა, 90-იან წლებშიც კი არ იყო ეგეთი გზა არსად. სამარცხვინო და ამაზრზენი სიტუაცია. არად მცხეთის მხრიდან, ზაჰესზე რო იყოფა გზა, ისეთი მანიშნებლებია და ისეთი შთაბეჭდილებაა თითქოს მართლა რაღაცა "ჰაივეია". მცხეთის მხრიდან მართლაც კია კარგი გზა, მაგრამ ეგ მხოლოდ გლდანის ციხეების მიმდებარე ტერიტორიამდე (მაგ მონაკვეთზე არაერთხელ ვარ ნამყოფი და მერეც ეგრე მეგონა). მაგრამ მერე კატასტროფაა ბოლომდე. თან მე გზას იქიდან (ნორიოდან) გამოვყევი და ვფიქრობდი, აი ეხლა, აი ეხლა, მაგრამ ბოლომდე არ დაადგა საშველი ამ "აი ეხლა"-ს. თავბედი ვიწყევლე... რას წარმოვიდგენდი ... mad.gif
მოკლედ, თუ ვინმე დააპირებთ მაგ "გზით" წასვლას და არ იცით სიტუაცია, არც იფიქროთ, თუ ექსტრიმს არ ეძებთ biggrin.gif
აუცილებლად ადით მარტყოფის "ღვთაებაში" (და უკანაც იმავე გზით დაბრუნდით) მხოლოდ კახეთის გზატკეცილიდან !!!
This post has been edited by spider77 on 8 Sep 2013, 23:51