PREDATORკაი თემაა მართლა
ვისაც მანქანა ყავს და ცოტაოდენი თავისუფალი დრო, არ უნდა გამოტოვოს საქართველოს მონახულების შანსი.
100 კმ რადიუსი ცოტა დიდი მანძილია არჩევანის გასაკეთებლად, ძალიან ბევრი ადგილია

დავყოთ ცოტა უფრო მოკლე და გრძელ მარშუტებად.
მოკლე მარშუტებში, 30-50კმ:
1) შავნაბადა აქვე თბილისთან.
2) კოჯორორი
3) ბეთანია და წვერის წმინდა გიორგი
4) მარტყოფის ღვთაება. (ერთხელ ვარ მანდ ნამყოფი მარა კაი ადგილებია, მომეწონა

)
5) მცხეთის მიდამოები: მცხეთა შიომღვიმე ჯვარი ზედაზენი.
მეტი არ მახსენდება ეხლა.
ცოტა უფრო შორ მანძილებზე 70-100 კმ :
1) საგარეჯო ბოდბე-სიღნაღი (100 კმ არის ზუსტად)
2)საგარეჯო დავით გარეჯი 80-90 კმ არის. მარა ეხლა არ ღირს დავთ გარეჯში წასვლა, ქვეწარმავლები არიან ბევრი
3)ბოლნისი-დმანისი
4)ალგეთისკენ, თეთრიწყაროს რაიონი. მანდ, თეთრიწყაროს რომ გაცდები ერთი 10-15 კმ ალბათ ადგილია ვაჟას წყარო. არ მახსოვს გზა და არც სურათი მაქვს, დიდი ხნის წინ ვიყავი მარა რაც მახსოვს სამოთხეა იმენა. კლდის წვერზეა ეგ ადგილი, ტყითაა გარშემორტყმული, ცივი წყარო გადმოდის და დაბლა ძაან მაგარი ხედი იშლება ველებზე. მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი მანდ

შიდა ქართლში ბევრია:
5) ქვათახევი
6)რკონი (არ ვარ ნამყოფი და მსუბუქი მანქანა მივა თუ არა არ ვიცი)
7) გორი. გორისციხე, გორიჯვარი და ატენის სიონი
ცოტა იქით, ქარელისკენ-
8) რუის ურბნისი და ყინწვისი
9) ძამას ხეობა. მარა აქ მგონი ერთი დღე აღარაა საკმარისი და სამანქანო გზაც არ ვიცი.
მთიანეთში:
10) წილკანი. მანდ ერთი კაი ადგილია, წმინდა გიორგის სალოცავს ეძახიან მარა ძაან მიხვეულ-მოხვეული გზა მიდის. ადგილობრივებს ან დევნილებს უნდა კIთხო. მაგიდებია ტყეში გაკეთებული საკაიფოდ.
11) ანანური და მლეთამდე თუ ახვალ უგემრიელეს ხინკალს შეჭამ არაგვისპირას. ღირს ნამდვილად. (100 კმ არის ზუსტად).
12) ჩარგალი
13) ბაზალეთი
:whew:
ბევრი კიდევ გამომრჩებოდა, მარა მნიშვნელოვანი და ცნობილები ეგენია
გზა, რომელიც დაგაინტერესებთ მკითხეთ და გეტყვით
* * *
+1000
აქედან რომ მიდიხარ, ხელმარცხნივაა სოფლის ბოლოსკენ, მაღაზიაცაა და რესტორანიც. კაკოს რესტორანი ჰქვია და ვისაც არ უნდა ჰკითხო გეტყვიან.
ძალიან კარგადაც არის გაკეთებული ტყეშია გაწყობილი ფაცხები და კოლხეთს 10 თავით ჯობია

მერაბიშვილი სტუმრობს ხოლმე ხშირად

არანაირად არაა დამღლელი.
2-3 კმ არის გერგეტამდე, ფეხით როგორ ვერ უნდა ახვიდე. მანქანით ასვლას არ აქვს მუღამი.
დაჟე თუ იყოჩაღებ დარიალშიც გადახვალ, ყაზბეგის ბუნებას ჯობია დარიალი და საღამოს ფასანაურთან იხინკლავებ კიდეც. კი დაიღლები მარა ნასიამოვნები იქნები ნამდვილად
This post has been edited by di_onise on 16 Jul 2010, 23:22