გუშინ ვიყავი სიონში მეგობრებთან ერთად,
კარგი ვარიანტია ოჯახთან ერთად გასასეირნებლად, ტბაზეც ჩავედით მაგრამ წვიმდა და არ გაგვჩენია სურვილი გვებანავა

)
წყალი სუფთა, კამკამა, დამსვენებლები ბევრი, ერთი სიტყვით ცუდი არ არის შაბათ კვირისთვის,
ბუნებაში ვერ დავსხდებოდით, წვიმდა, ამიტომ გავიკითხე გამოვიკითხე ვინმე ფაცხებს ხომ არ აქირავებდა, ძიება-ძიებაში მივაგენი ერთ ოჯახს, საკმაოდ ძველმოდურ სტილში ჰქონდა გაკეთებული ეზო, არ აქირავებდა მაგრამ დაუშვა გამონაკლისი, ვინაიდან შევპირდი რომ ღრეობა არ გვექნებოდა

)
30 ლარი გადავუხადე, 10-იც რომ მიმეცა უარს არ იტყოდა, მაგრამ მე ვაჩუქე, თქვენ თუ გაგიჩნდებათ სურვილი შეგიძლიათ დაელაპარაკოთ

)
საბადურის ტყე არის სასწაული, ყოველ გავლაზე სიამაყით ვივსები და მიხარია რომ მე საქართველოს შვილი ვარ,
უკანა გზაზე გავაჩერეთ მანქანები, სურათებს ვიღებდით და როგორც გითხარით დღის განმავლობაში წვიმდა მაგრამ ძალიან არა,
მაგრამ ეს წვიმა კი ნამდვილად ეყო იმას რომ მიწა და მიწაზე არსებული ნეშომპალა დაელპო და დაესველებინა,
გავიხედეთ და გზიდან აქვს გადახვეული ტროიკა ბმვ-ს და წვალობს სრიალებს მაგრამ ვერ ამოდის, გასდო გამოსდო ,მივეხმრეთ მაგრამ ჩვენი მანქანებით ვერ ამოვიყვანდით, გზად მომავალმა ვერცხლისფერმა ჯიპმა გააჩერა, მოდელი არ მახსოვს მგონი ფორანერი იყო, ჩაუბა ბუქსირი და გამოათრია, მაგრამ პოლი რა მდგომარეობაში აქვს იმ ბმვ-ს არ ვიცი.
ესეც საბადურის ტყის ფონზე ჩვენი ნორჩი პიპიები.
This post has been edited by Nirvanius on 4 Jul 2016, 11:20