PREDATORწყნეთიდან შეგიძლია ახვიდე და კოჯრიდანაც.
კოჯრის გზით რომ წახვიდე, მაშინ როგორც იყავი, გასცდები კოჯორს, სამხედრო ბაზას მერე, წყნეთის გზის შესაყარსაც გაივლი და მანდ მერე რაღაც პატარა სოფლებია რაღაც.
მოკლედ არმისული ახალი პანტიანამდე, მარჯვნივაა გადასახვევი. წარწერაცაა ბეთანიის მონასტრის და მიხვდები რა. მაგ გზას მიუყვები და მონასტრის კარებამდე ჩახვალ.
გზა კი არ ვიცი ამ ბოლო ხანებში როგორია. რამდენიმე წლის წინ ნივით ძლივს ჩავედით, ბოლომდე ვერც, ძაან ჩახრამული იყო. მერე გააკეთეს და ერთი პერიოდი მარშუტკაც კი მიდიოდა თითქმის ბოლომდე. მარა მანდ სეზონურად ფუჭდება გზა ნიაღვრების გამო და...
სოფელ ბეთანიამდე მაინც მიხვალ მანქანით და მერე იქ რომც გააჩემო, 2-3 კმ-ს ფეხით გაივლი.
წვერის წმინდა გიორგთან კიდევ, მაგ გადასახვევს რომ გასცდები 1 კმ-შია მარჯვნივ გადასახვევი და იმ გზას გაუყვები.
გზა არც მანდ ვიცი რა მდგომარეობაშია მარა, მანდაც გაივლი რა 2-3 კმ-ს

სამაგიეროდ კაი ხედებია მაგედან.

აი ეს დავხატე გუგლში და რომ ნახო შენც, მიხვდები რა, არაა ძნელი მისაგნები