საერთოდ გზას გააჩნია და საწვავსაც

დაბალ სიჩქარეზე კბილანების გადაცემათა რიცხვი ისეა შერჩეული, რომ სიმძლავრე გაზრდილია სიჩქარის შემცირების ხარჯზე. შესაბამისად მაღალ ბრუნზე და საწვავის მეტ ხარჯზე გიწევს ნაკლები მანძილის გავლა. თუ რა სიჩქარით იმოძრაო და როგორ, გზის რელიეფის მიხედვით უნდა განსაზღვრო. აჯობებს დაბალ სიჩქარეზე დიდ ბრუნთა რიცხვებსაც ნუ განავითარებ. ჩემი რჩევა იქნება სავალ ნაწილს გაუფრთხილდე და ფრთხილად იარო, ვიდერე 2–3 ლიტრი ბენზინის გულისთვის ე.წ. "პერედოკი" გასარემონტებელი გაგიხდეს (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ).