რაც ბოლო თვეების მანძილზე პატრულთან ურთერთობისას ვისწავლე, არის ის რომ, ჯერ უნდა ჰკითხო რატომ გაჩერებენ, დაარღვიე თუ არა რამე.. და მერე აჩვენო პირადობა/მართვის მოწმობა.
ერთხელ ღამით მივდიოდი ჩემთვის და გარშემო კაციშვილი არ იყო, გამომეკიდა და პატრულმა გამაჩერა.
ჩამაბერინა და ყვითელი აანთო, მეთქი არ ვარ ნასვამი ისა ესა, ა.შ. მარა მაინც დამიწერეს, მერე წავედი და გავასაჩივრე, ეგ ჯარიმა მომიხსნეს.
მარა, მთავარი მაგ დღეს ეგ არ იყო.
რო ვკითხე ყვითლის ანთების მერე, კი მარა რატო გამაჩერეთ მეთქი?
პირველ მიზეზად ის მომიხია, რო თურმე სწრაფად შემოვედი მოსახვევში.
მეთქი სწრაფად რამდენიაო? აი 40-50-იო..
მეთქი მაგ სიჩქარით დაშვებულია ქალაქში მოძრაობა და მოსახვევში სწრაფად თუ ნელა შესვლის შესახებ არც კანონში წერია და არც არსად.
მერე ის იყო რო პავარატონიკი არ მქონია თურმე ჩართული, მარა მაგაზეც გავუტრაკე მქონდა მეთქი ჩართული და ეგეც დაიკიდა..
ცოტა ხანში ისევ ვეკითხები და ბოლოს წყვეტილი ხაზი გადმოკვეთეთოო და მაგიტომაც გაგაჩერეთო.
ნუ ბევრი წუწუნის მერე მაგაზე ცალკე დამიწერა მანევრირების წესების დარღვევის გამო ჯარიმა.
ჯერ მითხრა 20-იანოა.. მეთქი კაი ჯანდაბას 20 ლარის დედაც თქო, და რამდენიმე დღეში რო ვიყავი გასაჩივრებაზე ეგ 50 ლარიანი აღმოჩნდა. : D
მერე იყო ერთხელ, მოსახვევში თურმე პავაროტნიკი არ ჩამირთავს და მაგიტო გამომეკიდა, ჩამაბერინა, მწვანე აანთო და ახლა არ გიწერ ჯარიმას, პავაროტნიკი არ გქონდა ჩართულიო, მარა შემდეგში გაითვალისწინეო

კი მივაძახე მეთქი, მოდი, რას ჰქვია არ მქონდა ჩართული თქო : D მარა ისე შორს იყო უკვე წასული, ხმა ვეღარ დავაწიე : D
ერთხელ ერთ საღამოს ნახევარ საათიანი ინტერვალით 3-მმა ეკიპაჟმა გამაჩერა. : D მიზეზი იყო ძაან მაგარი.. ერთი ფარი ოდნავ ცუდად ანათებდა, მაგრამ გზას ხედავდი და რაღაც.
ჯერ იყო დალნი გქონდა ჩართული და მასე მოძრაობდი ( ხო მართლა, ქალაქში დალნით სიარულზე ჯარიმაა რამე დაწესებული?) მერე ის რო გაუმართავია ფარებიო და 15 ლარით უნდა დაგაჯარიმოთო.
გადმოვედი მანქანიდან, შევხედე მანქანს, და ნუ ხო, თურმე ერთი ნაკლებად ანათებდა რა, ეს იმ დღეს გავიგე რო გადმოვედი, მერე ვეკითხები ამაზე მეუბნებით დალნიო? ჩავურთე დალნი და აი ეს არის მეთქი დალნი : D
გაჩუმდა, მერე მეკითხება რატო მოძრაობ გაუმართავი ფარებითო? მეთქი ეს ახლა გავიგე მეთქი, რო ვმოძრაობ არ ჩანს მეთქი რაიმე სახის პრობლემა თუა, შევნიშნავდი აქამდე თქო და ის ნამდვილად არ დამესიზმრება რო შუა მოძრაობისას გადმოვიდე და ფარებს შევხედო, ერთნაირად ანათებს თუ არა : D
მითუმეტეს მაშინ, როცა მანქანების დიდი ნაწილი ცალი ფარით მოძრაობს და მაგათ არ უზღუდავთ ექსპლუატაციას თქო : D უკანა სარკეში რო ვიყურები მოტოციკლეტი მოდის თუ ცალ-ფარა მანქანა ვერ გამიგია თქო.. და კაიო და გამიშვა : D
იმავვე მიზეზზე რო გამაჩერეს მერე სხვა ეკიპაჟებმა, მეთქი ვიცი, ვიცი.. გამაჩერეს წეღან და მაცნობეს მეთქი, მაცადეთ მივიდე სახლში და მოვაგვარებ თქო ამ საკითხს : D
კაროჩე ესენი რაც ეხა გამახსენდა რა.. მერე კიდე დავწერ : D
ა ხო, კიდე ერთი... ერთხელ ძმაკაცებით გატენილი მაქნანით გამოვდივარ უბნიდან რა : D
ხოდა მაჩერებენ, მაბერინებს და ისევ ვეკითხები რატო გამაჩერეთ თქო? : D
და სწრაფად მოძრაობდიო? რამდენით მეთქი? რო ვერ დამისაბუთეს, ღიმილით მითხრა დიდი დიღმისთვის სწრაფადო : D
ეჰ, მეჩქარებოდა თორე მაგაზეც კარგად ვიკამათებდი ადგილზე : D
ხო მართლა, სადმე რეგლამენტის დოკუმენტი არ დევს ინტერნეტში ? რისი უფლება აქვს პატრულს და რისი არა ააქვს?
ააქვთ "შემოწმების მიზნით" გაჩერების უფრება? თუ რაიმე არ დაარღვიე?