სადღაც 1.5 წელია პატრულს არ გავუჩერებივარ, ნუ ზოგადად ვცდილობ წესების დაცვით ვიარო.
და აი გუშინ მქონდა ასეთი შემთხვევა
ნუცუბიძეზე, საქ. ბანკთან რომ არის ჩასახვევი ქვემოთ, მაღლივისკენ - მანდ ჩავუხვიე, პარკინგზე ადგილი არ იყო და ბანკომატთან გავაჩერე, მეუღლეს ფული უნდა აეღო და წავსულიყავით. 2 წუთის ამბავი იყო სულ რა. ჯერ მოძრაობაც არაა ისეთი მანდ, რომ მეორე ზოლში ხელი შემეშალა ვინმესთვის, თან მაქსიმალურად შევტენე მანქანა პარკინგისკენ და სიმართლე ითქვას, ნაღდად არ ვუშლიდი ხელს მოძრაობას.
გავაჩერე თუ არა მანქანა, 10 წამში გაიჩითა პატრული
ნუ საბუთები და ა.შ.
10 ლარიანი უნდა დაგიწეროთო, სავალ ნაწილზე დგახარო
ვეუბნები, ხო ხედავ დაჟე არც ჩამიქვრია მანქანა, 2 წუთი არ მინდა სულ და გავდივარ'თქო
მერე რაო
გადაამოწმე როგორ დავდივარ და ბოლოს როდის გამაჩერა პატრულმა'თქო და -
ვერ გადავამოწმებ, კომპიუტერი არ მაქვსო

ამ დროს მოვიდა ჩემი მეუღლეც უკვე და მეთქი აი ეგ იყო სულ, გავდივარ ახლა'თქო
და
- დამელოდეო
წაიღო საბუთები და მაინც დაწერა ჯარიმა 10 ლარიანი :დ
ნუ წესით კი, მართალია, გავაჩერე მანქანა მეორე ზოლში და არა პარკინგზე, მაგრამ.. 10 ლარის მათხოვრობას უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე წესრიგის დაცვას