zemdegინსტრუმენტი თუ ნაბორია... შეგიძლია სახლშიც გეგდოს.. ან მანქანაში.. რა პრობლემაა? არ იკავებს ბევრ ადგილს და არ არი გადაადგილება პრობლემა... ნაბბორს მოკიდებ ხელს ჩაიტან ქვემოთ და ეგაა რა
საზიარო ბოქსი მე მგონი კარგი იდეა უნდა იყოს... ერთი 4-5 კაცი რო შეიკრიბოს და ერთი ბოქსი იქირავოთ... თვეში დაჯდეს ერთი 50 ლარი მაქსიმუმ... (ხელოსნები ძირითადად 200 ლარს იხდიან ბოქსისას)
მგონი ღირს... და რაც მთავარია წვრილმანებზე პრობლემა არ გექნება რა...
თავიდან რო უყურებ ხო გეზარება და ძნელია და აუ ხელოსანი უკეთ იზავს მარა მერე რო მოუშვებ პირველ ბოლტს.... გკიდია უკვე და ცდილობ რო რაც შეიძლება კარგად გააკეთო...
მაგალითად ავიღოთ თუნდაც შუშების დაბურვა... ხელოსანი იღებს 80 დან 120 ლარამდე ხელობაში...
ის ფირი რომელსაც ის აკრავს ღირს 15 ლარი... 1 მანქანას რო ეყოს საჭიროა 30 ლარის ფირი... (გააჩნია ცხადია მანქანას) ფირის დაკრობა კიდე უმარტივესია... იუთუბზე ნახავ ვიდეოს და იგივეს გაიმეორებ სახლში

და ეგაა რა... დამიკვრია და უადვილესია მაგის დაკრობა...
ისე გარაჟის არქონა მეც მქონდა ხოლმე მიზეზად...

და მერე აღმოჩნდა რო მარტივად სიზარმაცე იყო თორე გარაჟის გარეშეც იზავდა კაცი ბევრ რამეს

ისე სადღაც დაწერა აქ ერთმა იუზერმა რო რო დავშალო მანქანა და ნაწილი გამიხდეს მოსატანიო მერე გარეთ ხომ არ დავტოვებო...
ეგეთი რაღაც ხდება მაშინ როცა ხელოსანთან მიგყავს

თუ დაკვირვებიხართ რავიცი... ხელოსანი ჯერ შლის და მერე გეუბნება რისი ბრალია ესა თუ ის დაზიანება და რა უნდა შეიცვალოს... სახლში კიდე რო შეათვალიერებ და ნახავ რა უნდა იყოს პრობლემა უცბად მიხვდები და ნაწილებს წინასწარ მოიმარაგებ რა..
იმის შიშსაც არააქ აზრი რო ძვირი მექნება დეტალში მიცემული და მერე რო არ დამჭირდეს რა ვუყოო..
მე თუ ეგრე მრჩება ნაწილი ვინახავ სადმე (არ ვაბრუნებ ძირითადად) და მერე როცა შევატყობ რო ეგეც გამოსაცვლელია ვცვლი ხოლმე რა..
იმ ძველს კიდე თუ ჯერ კიდევ მუშაა უბრალოდ რაღაც პატარა ლუფტი აქვს ან რამე მსგავსი, ვიტოვებ... როცა საქმე არ მაქ გავწმენდ ხოლმე ცოტას ბენზინით რო მერე რო დამჭირდეს ხელის მოკიდება არ დავისვარო ნამეტანი...
და საერთოდ რაც მაქ მანქანაზე გაფუჭებული და გამოცვლილი ყველაფერი მიდევს სახლში

მაგალითად 2 ცალი გასხმული, მათ შორის ერთი საერთოდ გაღუნული ამორტიზატორი... ან წარმოუდგენლად დიდი ლუფტის მქონე ტიაგის ნაკანეჩნიკები...

რად მინდა არ ვიცი მარა დევს რა.. აღვადგენინებ მერე თუ დამჭირდა ამ ნაკანეჩნიკებს ვთქვათ და სარეზერვო ვარიანტად მექნება ჩემი თუ გაფუჭდა.. დროებით რო მივაყენო...