ძალიან მაგარი მუღამი აქვს საკუთარი ხელით რომ აკეთებ მანქანას...
მამაჩემმა იყიდა 1984 წლიანი MB 190 .. ბებერი ქალბატონია თავისი ნაოჭებით და თითქმის ყოველდღე რაღაცას ვუკეთებ

ნუ ნათურებზე არ მაქვს საუბარი ყველა გამოვცვალე და კიდევ ბევრიც უადგილო ადგილას მივუყენე

ამორტიზატორები გამოვცვალე

ზაშიტნიკი დავაყენე (ცოტა ვიწვალე მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ,რაც მაგან რაჭაში უბრახუნა მშვიდად დავდიოდი)

ამ ზაფხულს ბენზონასოსს დაერხა და დილიდან დაღამებამდე ხელოსნებთან გავატარეთ

და იმდენი ქნეს ღამე მაინც დამატოვებინეს მაქანა

მაგათ ხელში ჩემი მტერი ჩავარდეს.. რამდენიმე დღის წინ მე გამოვცვალე.. უბრალოდ ბენზინით დასველება არ ყოპილა სასიამოვნო
ერთი ისაა რომ მატორს ვერ ვეკარები : ( სვეჩებს მისველებს და კი ვწმინდავ მაგრამ რისი ბრალია ეგ არ ვიცი : ( ვერც ხელოსნებმა გააკეთეს