ესიეგი მანქანის დაშლა აწყობა და რაღაცეები ბავშვობიდან მიყვარდა. ხან მამაჩემს ვეხმარებოდი ხან ბიძაჩემს აი მაგრად მაინტერესებდა და ოცნებებში სულ მინდოდა საკუთარი მანქანა მქონოდა რომელსაც სულ დავშლიდი და თავიდან ავაწყობდი

ნუ რაღაც პერიოდის მერე პირველი საკუთარი მანქანა რომ ვიყიდე ერთხელაც ზემეტი მომივიდა და მატორი დავასტუკე კი არა გავაყრევინე ყველაფერი

ხოდა მომიწია შეცვლა ძრავის. ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი. თან ჩემი კარბურატორიანი ძრავი იყო და ინჟექტორიანი ვიშოვე. და რო მივადექი ხელოსნებს რამდენში ჩამიდგამთთქო იმენი მოხიეს მეთქი მე თვითონ ჩავდგამთქო. ბოქსიც გავაძრე და ტალი ვიშოვე და დავიწყე. 2 დღე ვიღებდი მატორს ვერ გავუგე ვერაფერი

მერე ჩავდგი. ელექტროობა თავიდან ბოლომდე შესაცვლელი იყო. თან სხვა მოდელიდან გადმოდგმული იყო და შტეკერებიც არ მიდიოდა. ყველა მეუბნებოდა ჩადგმით ჩადგამ მარა ვერ დაქოქავო, ელექტრიკი უნდაო

მეთქი რას ვერ დავქოქავ. მანუალი გავაძრე ამოვბეჭდე. ტესტერი ავიღე და დავიწყე გადაერთებები

მანქანა ისეთი დავშალე სულ ბოლომდე ჩემმა ძმამ რო ნახა ამას ააწყობ შენო?

ბენზობაკიც შესაცვლელი გახდა და 1 ტრუბკაც დავამატე. მოკლედ კაი ვეწვალე მარა რო დავქოქე ისე გამისწორდა რო ვერ წარმოიდგენთ

მერე მაგ მანქანაზე ბოლოს გაყიდვის წინ კიდე შევცვალე ძრავი და კარობკაც. გავაავტომატე და ისე მივაყიდე

თან დღეს შემხვა კიდე ცოცხალი ყოფილა ეგ მანქანა

ხელოსანი არა იხვი. გარტყმაში არ არიან არაფრის. აქ ხო ჩვენთან ხელოსანი რაღაც საოცარი და მცოდნე გონიათ. არადა მანქანას რო მიუყვანენ და უი ეს ტოიოტაა? არა ამას ვერ გავაკეთებ სასტავია. ხელოსანი რო გეტყვის ხადავოის მარტო ოპელზე ვცვლი და იაპონურ მანქანაზე ვერ გავაკეთებო
This post has been edited by tsula7 on 22 Aug 2010, 02:21