მინდა რომ, ჩემი სააბი მწყობრში იყოს. კიდევ ძალიან მინდა მყავდეს მესამე თაობის (1979-1993) Jaguar XJ12/Daimler Double Six, მწვანე ფერის, კრემისფერი სალონით და გარაჟში მეყენოს, თვეში ერთხელ გამოვიყვანდი. ისე კი ვუყურებდი და არ მომბეზრდებოდა. თუ სულ მთლად ოცნებაში გადავვარდებით, მაშინ Bugatti Type 41 Royale Coupé de ville Binder, ამას მახსოვს ერთხელ ვუყურებდი სტუდენტობისას და საათს რომ დავხედე მივხვდი, რომ ერთ საათზე მეტ ხანს ერთ ფოტოს ვუყურებდი და არც მომბეზრდა, იმდენად სრულყოფილია.
მაგრამ ყველაზე-ყველაზე მეტად მინდა მქონდეს მიწის დიდი ნაკვეთი, სადაც რკინიგზის განშტოებას შევიყვანდი და ტე3-ს ვიყიდიდი, ჩემი ბავშვობის ოცნებას.  
 
 
მახსოვს, როდესაც ტე3 თბილისის ერთ-ერთ დეპოში ეყენათ, ჩუმათ ვიპარებოდი რეჟიმულ ობიექტზე, ეკალ-ბარდების გავლით ვაღწევდი თბომავლამდე და მის კაბინაში ავდიოდი. ვიჯექი და ბედნიერი ვიყავი 

 ახლა კი მისგან მხოლოდ ნომერის ფირფიტა, კაბინის სანათური და ბარომეტრი დარჩა, რომლებსაც ჩემთან ვინახავ...  
Real SAABs don't leak. They just mark their territory.